"არ მაძლევენ უფლებას, ხელები ჩამოვყარო, დავეცე და ვიქვითინო" - რას ჰყვება ნინო დარასელი დაპატიმრებულ დედასა და დეიდაზე? - კვირის პალიტრა

"არ მაძლევენ უფლებას, ხელები ჩამოვყარო, დავეცე და ვიქვითინო" - რას ჰყვება ნინო დარასელი დაპატიმრებულ დედასა და დეიდაზე?

რას ჰყვება ნინო დარასელი ჟურნალ "გზასთან" დედაზე ექსპარლამენტარ რუსუდან კერვალიშვილზე, რომელიც პატიმრობაშია "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით:

ნინო დარასელი: - დედა ჩემზე ბევრად უფრო ენერგიულია. მასთან შედარებით, საერთოდ დამბლადაცემული მგონია თავი. მე ისე გავიზარდე, რომ ჩემი პრობლემები სხვისთვის თავზე არ უნდა მომეხვია და მხოლოდ კარგი გამეზიარებინა. ეს თვისება ჩამომიყალიბდა და ძალიან გამომადგა ბოლო პერიოდში. ახლახან სატელევიზიო შოუში ვიყავი მიწვეული და ჩანაწერი რომ ვნახე, მეტისმეტად მხიარული ვჩანვარ. თვალები დავხუჭე და ხელები ავიფარე, ნეტავ ადამიანები ჩემზე რას ფიქრობენ, რა მემღერება და ან რა მეცეკვება-მეთქი?!.

- რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა, ვერ გაგიგონ?

- პირველ რიგში, დედა და დეიდა არ მაძლევენ უფლებას, ხელები ჩამოვყარო, დავეცე და ვიქვითინო... დედა რომ მირეკავს, სულ ოპტიმისტურად მელაპარაკება. ვიცი, რომ ახლა იქ პრინცესას საწოლში არ იქნება და უამრავი რამ შეაწუხებს... 60 წელს არის გადაცილებული და არასოდეს დაუწუწუნია. ამიტომაც, არ მაქვს უფლება, ვინმეს ჩემი სისუსტე დავანახვო, თორემ რომ გავაანალიზოთ ის, რაც ჩვენს თავს მოხდა, ფსიქოლოგიური ზეწოლიდან დაწყებული, უმძიმესი გასაძლებია... ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში შენთან ერთად იყვნენ, სადღაც გაქრენ... სამაგიეროდ, ჩნდებიან სხვა ადამიანები და ბევრად უფრო მეტნი, რომლებიც ამ დროს საოცარ თანაგრძნობას გამოხატავენ. არადა, მათგან არც ელოდი. არ შეიძლება ამ დროს ღმერთის უზომოდ მადლობელი არ იყო. ძალიან დიდ ძალას გაძლევს ადამიანების მხარში დგომა და სიყვარული... იხილეთ სრულად