მამუკა ხაზარაძემ გორის იზოლატორთან "ლელოს" 12 ახალი წევრი წარადგინა
22-11-2019
მამუკა ხაზარაძემ გორის იზოლატორთან "ლელოს" 12 ახალი წევრი წარადგინა
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, გორის იზოლატორთან "ლელოს" 12 ახალი წევრი წარადგინა. "ლელოს" ახალი წევრები არიან:

გიორგი ბუნტური - დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობს სპორტის აკადემიაში. პარალელურად მუშაობს სარესტორნო მომსახურების სფეროში;

ცოტნე ხეცურიანი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა კურსდამთავრებული, იმავე ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ვროცლავის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი. სამოქალაქო აქტივისტი, "აქცია მშვიდობა ომზე მეტიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სოლიდარობისთვის გაიმართა;

ლევან გოგავა -
ბიზნეს ადმინისტრაციის მიმართულებით უნივერსიტეტი დამთავრებული აქვს ლონდონში. უკრაინელ ინვესტორებთან ერთად დააფუძნა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წარმატებულად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე;

მარიამ პატარაია - პროფესიით ჟურნალისტი. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) კურსდამთავრებული. პიარისა და მარკეტინგის კონსულტანტი;

დავით სირაძე - ფოთიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური
თვითმმართველობის ვიცე - პრეზიდენტი. არასამთავრობო "უფლებების ლიგას" წევრი;

დავით დვალიშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი. მუშაობს "ევექსის" კლინიკაში;

მარიამ ყიფშიძე - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტი. არასამთავრობო ორგანიზაციის, სტუდენტური პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრის დამფუძნებლის ასისტენტი;

მიხეილ მუმლაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი. ილიას თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამოქალაქო აქტივისტი;

ბაჩანა ბარამიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციის, სტუდენტური პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი;

გუგა კობახიძე - ტყიბულიდან, ჯიპას შრომის უსაფრთხოების ფაკულტეტის სტუდენტი. პროფესიით შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი;

დავით კვინიკაძე - ქუთაისიდან, აკაკი წერეთლის სახელობის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი;

პაპუნა თევზაძე - პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით, გავლილი აქვს საარჩევნო განვითარების სკოლა.

"ლელოს" ახალი წევრების თორმეტკაციანი სიის სათავეში მყოფი გიორგი ბუნტური 18 ნოემბერს, თბილისში, აქციის დაშლისას დააკავეს. ბუნტურს ადმინისტრაციული წესით ხუთდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და შსს-ს გორის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ხაზარაძის განცმარტებით, ,,ლელოს" ახალი წევრების გორის პოლიციასთან წარდგენის გადაწყვეტილება სწორედ ბუნტურის მხარდასაჭერად გადაწყდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?