ენგურის ხიდი ჩაიკეტა - რას აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები - კვირის პალიტრა

ენგურის ხიდი ჩაიკეტა - რას აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები

გალში მცხოვრებთა ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ჩაიკეტა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ხიდზე მომოსვლა ორი საათის წინ აიკრძალა.

"ორი საათის წინ გადაკეტილი იყო. ჩემმა ოჯახის წევრებმა გადასვლა ვერ შეძლეს. როგორც ამბობენ, ხიდის ჩაკეტვა სოხუმში მკველობას უკავშირდება",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-იდან აცნობეს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე უკანონო შეზღუდვების დაწესება ცხელი ხაზის მეშვეობით არ დაადასტურეს.

"ინტერპრესნიუსი"