"მერია და უშუალოდ კახი კალაძის წარმომადგენელი დაეკონტაქტა ანიტას დედას" - დედაქალაქის მერია მზად არის 2 წლის ანიტას დაეხმაროს
22-11-2019
"მერია და უშუალოდ კახი კალაძის წარმომადგენელი დაეკონტაქტა ანიტას დედას" - დედაქალაქის მერია მზად არის 2 წლის ანიტას დაეხმაროს
2 წლის ანიტა ფაცაციას დასახმარებლად სრულიად საქართველო გაერთიანდა. ამ წუთის მდგომარეობით ანიტას დასახმარებლად შეგროვილი თანხის ოდენობამ 230 000 ევრო შეადგინა, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ არის.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერია მზად არის დაეხმაროს პატარა ანიტას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ოჯახის ახლობელი მარიკო ხუციშვილი:
"საღამომშვიდობისა ანიტას საოცარ გუნდს!!!

ზუსტად ერთი კვირის წინ ანიტას დედიკომ ხმოვანი მესიჯი გამოგვიგზავნა სიტყვებით "მიშველეთ გოგოებო ძლივს სუნთქავს, არაფერზე შეიკავოთ თავი ყველას უთხარით, მიშველეთ"

ჩვენ შველა თქვენ გთხოვეთ და...ამ წუთის მდგომარეობით ანიტას ანგარიშზეა თითქმის 230 000 ევრო!

კი, კი მართალია! მერია და უშუალოდ კახი კალაძის წარმომადგენელი დაეკონტაქტა ანიტას დედას და მზად არიან დაგვეხმარონ! რამდენს ჩაგვირიცხავენ არ ვიცით, თუმცა როგორც კი კალკულაცია გვექნება დაგვეხმარებიან და მინდა აღვნიშნო რომ თავად დაგვიკავშირდენენ!

რატომ არ გვაქვს აქამდე კალკულაცია? - "საბუთი არ გაქვთ, დაგაფინანსოთ თქვენმა სახელმწიფომ და გაგიკეთებთ" - ამ სიტყვების მერე, ავსტრიელებს ვუხსნით, რომ აგერ სახელმწიფო კი არა მთელი ერი, სახელმწიფო, დიდები, პატარები, ემიგრანტები, მთელი ქვეყანა ფეხზე ვდგავართ #ანიტასთვის!!! და თურმე ეხლა 1 წელი აქ უნდა იყოთ რომ დონორის რიგში დაგაყენოთო ( აპარატის ჩადგმა ავტომატურად რიგში ჩადგომას ნიშნავს) ორგანოები ჩვენი მოქალაქეებისთვის არ
გვყოფნის და თქვენ ვერ მოგცემთ გულსო!

ვრეკავთ გერმანიაში, საფრანგეთში, თურქეთში, ინდოეთში, იტალიაში, ფინეთში და ესპანეთში... ყველა განიხილავს ანიტას საკითხს, დაგველოდეთ და გადავწყვეტთო. ველოდებით სხვა რა გზა გვაქვს...

თუ ახლომდებარე ევროპის ქვეყანა არ მიგვიღებს მოგვიწევს გარისკვა და ანიტას 10 საათიანი გადაფრენა ინდოეთში სპეციალიზირებული თვითმფრინავით.
მადლობა რომ არ მიგვატოვეთ, მადლობა რომ იბრძვით. მაინც მოვიგებთ!!!

ყველას გელოდებით კვირას თბილისი მოლში!!! #ანიტასთვის"- წერს ოჯახის ახლობელი მარიკო ხუციშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება, "დილატაციური კარდიომიოპათია" დაუდგინდა. საჭიროა საჭიროა ბავშვს ჩაუტარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.

ოპერაციის გაკეთება, დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა, ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი, დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

TBC ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?