დღე, როდესაც ადამიანები მაღაზიების რიგებში საათობით დგანან და ერთმანეთსაც არ ინდობენ - რა ხდება 29 ნოემბერს? - კვირის პალიტრა

დღე, როდესაც ადამიანები მაღაზიების რიგებში საათობით დგანან და ერთმანეთსაც არ ინდობენ - რა ხდება 29 ნოემბერს?

ალბათ ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ვიდეო, სადაც უამრავი ადამიანი დგას რიგში და ელოდება იმ კონკრეტულ დროს, როცა სავაჭრო ობიექტები გაიხსნება და სასურველ ნივთებს მინიმალურ ფასად იყიდიან. ალბათ თქვენს ყურადღებას ისიც მიიქცევდა, თუ როგორ ებრძოლებიან ერთმანეთს მომხმარებლები ამა თუ იმ ნივთის მოსაპოვებლად - ეს "შავი პარასკევია", დღე რომლის პოპულარობა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც სულ უფრო იზრდება.

"შავი პარასკევი მოდის!" - ამერიკაში ეს სიტყვები ბევრისთვის ნანატრ დღესთან ასოცირდება, როცა ისინი ამ დღისთვის საგანგებოდ გადანახული ფულით მაღაზიებში დღესასწაულს იწყობენ. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამ დღეს იმდენად იაფია ყველაფერი, რომ მათ საათობით რიგში დგომაც უღირთ.

"შავი პარასკევი" ეწყობა არა მარტო აშშ-ში, არამედ კანადაში, დიდ ბრიტანეთში, მექსიკაში, ინდოეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და მოსფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში.

რაც შეეხება "შავი პარასკევის" წარმოშობის ისტორის, მისი ისტორია ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყება და აღნიშნავენ მადლიერების მეორე დღეს. "შავი პარასკევ" სათავეს 1952 წლიდან იღებს და ის ამერიკაში საშობაო ვაჭრობის სეზონის გახსნადაც მოიაზრება. "შავი პარასკევი" ძირითადად, 23-დან 29 ნოემბრის პერიოდში იმართება.

"შავი პარასკევი" ოფიციალურად როგორც დღესასწაული, აღიარებული არ არის, თუმცა ბევრი ადამიანი ამ დღისთვის სამსახურში შვებულებასაც კი იღებს. სწორედ ამ დღეს მაღაზიების უმეტესობა გამთენიისას, 5 საათზე იხსნება, ზოგიც კი უფრო ადრე. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ მომხმარებლებს მნიშვნელოვამ, 50%-დან 80%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ.

ტერმინი "შავი პარასკევი" პირველად ფილადელფიაში გაჩნდა და ამ სიტყვით აღნიშნავდნენ მადლიერების დღის შემდეგ გაჩენილ დიდ საცობებს. მეორე ვერსიის მიხედვით, იგი სათავეს გაცილებით ადრეული პერიოდიდან - 1869 წლის 24 სექტემბრიდან იღებს. ამ დღეს აშშ-ში ოქროს ბირჟაზე სერიოზული კრიზისი მოხდა, რის გამოც მას "შავი პარასკევი" ეწოდა. დროთა გამავლობაში ტერმინმა მნიშვნელობა შეიცვალა და დღეს "შავი პარასკევი" ადამიანებისთვის დიდ ფასდაკლებასა და ბევრი სასურველი ნივთის შეძენასთან ასოცირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაცია რეგულარულად აქვეყნებს ამ დღეს გაყიდული პროდუქციის მონაცემებს. ბოლო წლების განმავლობაში მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 200 მილიონს აღემატება. სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში საცალო ვაჭრობის თითქმის 20% "შავ პარასკევსა" და შობამდელ პერიოდს შორის მოდის.

რიგში დგომა ნამდვილად არ მოუწევს ჩვენს მკითხველს, რომელსაც მარტივად, შინიდან გაუსვლელად შეუძლია მისთვის სასურველი ნივთების დათვალიერება და შეძენა, ელექტრონიკამ მათთვის ნამდვილი "შავი პარასკევი" მოაწყო.