"რა დროს მიშაა და "ნაცები" - როგორ აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ცნობილი ადამიანები - კვირის პალიტრა

"რა დროს მიშაა და "ნაცები" - როგორ აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ცნობილი ადამიანები

ცოტა ხნის წინ, პირობის შეუსრულებლობის გამო, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ოპოზიციური ძალები გაერთიანდნენ და ხალხი ქუჩაში გამოვიდა. რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა სოციალურ ქსელში ღიად დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება:

ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი: "გადაგვაგდეს, თან ისე, ყველა ერთიანად, იმდენად ერთიანად, რომ პარტიები, რომლებიც ვერ იტანდნენ ერთმანეთს, გაერთიანდნენ. აიღო და ყველა გადააგდო. ამის მერე ისევ აქედან რატომ ვეძებთ კომპრომისებს?... მაჟორიტარულს რომ ბევრად ჯობია პროპორციული და ბევრად არაკორუმპირებული და სამართლიანი იქნება, ხომ ვიცით. თან დაშავებული ხალხის ფასად მოპოვებული პირობა არ შეასრულეს. აქ კომპრომისზე წასვლა რას ნიშნავს? მართლა ვერ ვხვდები. რაც დაგვპირდა, ის შეასრულოს, თან მარტო ჩვენ ხომ არ ვართ მოწმეები? მსოფლიოს დაჰპირდა და ასეთი ძლიერია? ან ისეთი ზურგი აქვს, რომ აბედვინებენ? ჰოდა, გამორიცხვის მეთოდით, როცა ევროკავშირიც კი გააკვირვა, ისინიც კი გადააგდო, იქ მარტო ერთი ზურგი რჩება და ამ ზურგს უკან არ ამოვდგებით!...

დილის 5 საათზე წყლის ჭავლი რომაა გარეთ და მთელი ღამე საამაყო პოლიცია, შეშის ქურდობით რომ არის დაკავებული. დარბევა, როცა საჭიროებაც არაა, ტროტუარების იქით არავინ იდგა! ისევ თვალი, ისევ სამუდამოდ ასახიჩრებთ!! ყველა ათწლეულს თავისი მონსტრი როგორ ყავს?! იჯექით და იხსენეთ ძველი, სანამ ეს მონსტრი ბოლომდე გადაუვლის ამ ქვეყანას! ესეთი რეჟიმი და ესეთი ქვეყანა გინდათ შვილებისთვის?! "ნაცების" შიშით ქვეყანას წირავთ, ხელს უწყობთ ამ შანტაჟს და მეტი არაფერი! სხვა ომია ახლა, ჯერ ეს მოვიგოთ, რა დროს მიშაა და "ნაცები", პუტინის თოკში გვაქვს თავი შეყოფილი და გვგუდავს ყველა მხრიდან. მერე აღნიშნავთ 26 მაისს, ან 9 აპრილს ფოტოს დააყენებთ, მადლობა ტექსტებით და ამ დროს აზრზეც არ ხართ ამ თავისუფლების ფასის და მნიშვნელობის!"

ზურა ხაჩიძე, მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე: "ამათი მოსვლა უნდა ხალხს?! წარმოდგენა თუ გაქვთ ქვეყანაში რას დატრიალებენ?! თუ გგონიათ, რომ რამეს ან ვინმეს დაინდობენ ძალიან ცდებით.

მე ისიც მეეჭვება, რომ ხალხი, ვინც ამათ ვებრძოდით წლების მანძილზე (ანუ უმრავლესობა და არა მათი 2000კაცი, ვინც მათ ზურგს უმაგრებს დღეს ) საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდებით, ან შიშველი ხელებით. მე ბევრისგან მსმენია, რას აპირებს ხალხი აქეთ მხარეს და მონაგონი იქნება ის, რაც გვახსოვს წლების წინ სამოქალაქო, შეიარაღებული დაპირისპირება რუსთაველზე!!! (ღმერთმა დაგვიფაროს ან ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ უღმერთოებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლების რომელიმე შტო) მე პირადად თავს შევაკლავ, ესენი თუ დაბრუნდნენ! აი, ახალგაზრდებო რა ხდებოდა იმ ავბედით წლებში! კარგად ნახეთ! მე პირადად არ დავუთმობ ნაცებს ჩვენს წამებას, თუნდაც ეს სისიხლის ფასად დამიჯდეს!"

ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" 28 ნოემბრის ნომერში