"ბატონო ბიძინა, თანამედროვე საქართველოში დედამ რომ ბავშვი გაზარდოს, ამისთვის მხოლოდ სურვილები არ კმარა"
"ბატონო ბიძინა, თანამედროვე საქართველოში დედამ რომ ბავშვი გაზარდოს, ამისთვის მხოლოდ სურვილები არ კმარა"
ფოტო:ლელა გაფრინდაშვილი, ბიძინა ივანიშვილი
"თუ მე წავედი პოლიტიკიდან მინდა დარჩენილი წლები ამას მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც დღეს ძალიან მოდაშია. გენდერული იმდენად მოდაშია დღეს, რომ ამის საწინააღმდეგოდ სიტყვაც რომ თქვა ალბათ... ემანასიპაცია მოიტანა ამან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ...",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი "ართული ოცნების" ლიდერს "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:

"ბატონო ბიძინა, თანამედროვე საქართველოში დედამ რომ ბავშვი
გაზარდოს, სამწუხაროდ, ამისთვის მხოლოდ სურვილები არ არის საკმარისი.

ბავშვის გასაზრდელად აუცილებელია:

1. დედას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდეს სამსახური და ღირსეული შემოსავალი

2. დედის თავი დაკავებული იყოს არა კარტოფილზე, პურზე, შაქარზე ფიქრით, არამედ - ბავშვის ფსიქოლოგიისა და განვითარების საკითხებით

3. სახელმწიფო და პოლიტიკოსები დედას
უყურებდნენ, არა როგორც გამრავლების მანქანას, არამედ როგორც პიროვნებას, რომლის განვითარება შვილის გაჩენით არ მთავრდება. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ეხმარებოდეს დედას კეთილმოწყობილი, მაღალი სტანდარტის საბავშვო ბაღებით ან შინ მოვლის სერვისებით.

4. სახელმწიფო ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნავდეს არა მხოლოდ ფეხმძიმობის და შვილოსნობის პერიოდში, არამედ მაშინაც, როცა ამ ქალს რამე სტკივა ან აწუხებს.

5. სახელმწიფო ზრუნავდეს არა მხოლოდ ქმრიან ქალებზე და მათ შვილებზე, არამედ მარტოხელაა დედებზე და მათ შვილებზე

6. სახელმწიფო ზრუნავდეს იმაზე, რომ ქალებმა არ დაკარგონ სამსახური დაფეხმძიმების ან დეკრეტული შვებულების შემდეგ.

7. სახელმწიფომ იცოდეს, რომ ქალი დედაა არა მხოლოდ 60 წლამდე, არამედ 60 წლის შემდეგაც და მას უნდა ჰქონდეს მისი შინ და გარეთ შრომის შესაბამისი პენსია და არა მათხოვრული და შეურაცხმყოფელი კაპიკები.

ბევრია კიდევ სათქმელი, მაგრამ გავრბივარ დედის და ბებიის ფუნქცია მაქვს შესასრულებელი", - წერს ლელა გაფრინდაშვილი

Tamari
30 ნოემბერი 2019 09:08
ბიძინა ივანიშვილი გიშლით მერე ამაში ხელს? იცით, რა არის ნებისმიერი მთავრობის როლი?-შექმნას განვითარებისთვის პირობები და არა-გაცხოვროს! განვითარებას ეტაპობრივად მოჰყვება ის სიკეთეები, რომელსაც მზა სახით თხოულობს ამ ერის ზუსტადაც გაზულუქებული ნაწილი და არა ის, ვინც დასაქმებულია, არა გლეხი, რომელიც შრომობს...რომ ჰკითხო ამ მოწუწუნე ადამიანებს-რა უკეთებიათ ცხოვრებაში, ერთ ფაქტს ვერ გეტყვიან, რა ურგიათ ამ ქვეყნისთვის,ჰკითხონ საკუთარ თავს-როგორც ცხოვრობენ, იმაზე უკეთესს იმსახურებენ მათი შრომით ან ღირსებით? ადამიანი პარაზიტის თვისებებით და ნარცისული მოთხოვნებით არის არასრულფასოვანი და აქ არც მთავრობა არაფერ შუაშია და არც ქვეყანა.
რუსა
29 ნოემბერი 2019 22:33
სახელწიფო სამსახურში კერძოდ იუსტიციის სახლში 8 თვის ფეხმძიმეს მეუბნება ხელმძღვანელი ნელა რატო მუშაობო ( სამსახური ბარის სიმაღლე სკამიდან ჩამოსვლას და ასვლას მოითხოვდა 5 წთ ში ერთხელ ) ზეგანაკვეთურზე რომ მამუშავებდნენ ფეხმძიმეს სანამ მე არ გამოვთქვი პროტესი არც კი უთქვამთ რომ არ იმუშავოო ( ფეხმძიმეს ზეგანაკვეთურზე ვერ ამუშავებ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ კანონი კრძალავს) ანაზღაურება 366 ლარი
მალხაზი
29 ნოემბერი 2019 19:49
ხელისუფლების პირველი საზრუნავი უნდა იყოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები