"ეკასაც და ბიძინასაც რძალი ძალიან მოსწონთ, თან ჰყვებიან" - რას ჰყვება ივანიშვილის მეუღლის უახლოესი მეგობარი?
"ეკასაც და ბიძინასაც რძალი ძალიან მოსწონთ, თან ჰყვებიან" - რას ჰყვება ივანიშვილის მეუღლის უახლოესი მეგობარი?
ფოტო:ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილი, ეკა ჭიჭინაძე
ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და ყოველთვის ინტერესს იწვევს. ამ ცოტა ხნის წინ ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტზე გადაღებულ ვიდეოში გამოჩნდა, მეუღლესთან ერთად, რამაც ეჭვები გააჩინა, რომ შეიძლება მალე ისიც პოლიტიკაში ვიხილოთ... ეკატერინე ხვედელიძის ახლო მეგობარი, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე გვესაუბრება თუ რას გეგმავს ივანიშვილების ოჯახი.

ეკა ჭიჭინაძე:
- გავრცელებულ ხმებზე, თითქოს ეკატერინე ხვედელიძე საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იქნება, გულწრფელად გითხრათ, ძალიან
მეცინება... ეკატერინე ხვედელიძე იქნება პირველი ნომერი, მე მეორე და ასე შემდეგ... ისე, იმათ კი ვაჯობებთ ახლა რომ თავგანწირულად იბრძვიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად...
ეკა ჭიჭინაძე
რა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, რა სისულელეა?! - ივანიშვილები ბავშვს ელოდებიან და ახლა მხოლოდ მაგაზეა მთელი ოჯახის ყურადღება გადატანილი. მეც ვერიდები მათ ზედმეტად შეწუხებას.

ეკას კი არა, პოლიტიკაში ყოფნა, მგონი,
ბიძინასაც არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს! ვერ ტოვებს, თორემ ერთი სული აქვს, მანდ აღარ იყოს. ეკას პოლიტიკაში მოსვლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი!

- მშენებარე უნივერსიტეტზე გადაღებულ ვიდეოში მისმა გამოჩენამ ეჭვები გააჩინა...
- ძალიან კარგი რომ გამოჩნდა! რაც ვიცნობ, ორივე ცოლ-ქმარს სულ მაგ თემაზე აქვთ სასაუბრო. მთელი სულით და გულით უნდოდათ საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტის აშენება. ხან ტერიტორია არ მისცეს, ხან რა შეფერხება ჰქონდათ. თავიდან უნდოდათ კრწანისის ქუჩაზე, მერე დიღომში, მაგრამ საბოლოოდ ქუთაისში მოხერხდა და ძალიანაც კარგი! ეკასთვის უმნიშვნელოვანესია განათლების სფერო... მათი ოცნება იყო ეს უნივერსიტეტი! მათ შვილებს რომ მოუხდათ საზღვარგარეთ წასვლა - ერთს - ამერიკაში, მეორეს - საფრანგეთში, მათთვის რთული აღმოჩნდა. შეკრული ოჯახია და ადვილი არ არის შვილების შორს ყოფნა. თავისთან უნდათ ჰყავდეთ და მეც ერთი სული მაქვს მალე აშენდეს, ჩემი შვილი ამერიკაში კი არა, აქ უნდა სწავლობდეს.
ეკა ჭიჭინაძე, ეკატერინე ხვედელიძე
ისე კი, რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება, სულ გაუნათლებლობიდან მოდის. ვერ გაურჩევიათ შავი და თეთრი, ერთი აგური არ დაუდიათ სასიკეთოდ ხელისუფლებაში ყოფნისას და ახლა ისევ ყვირიან და კივიან მოსაბრუნებლად.

- ისევ ეკა ხვედელიძის შესახებ რომ გვესაუბროთ, როგორი დედამთილია, როგორი დამოკიდებულება აქვს რძალთან?
- ეკასაც და ბიძინასაც რძალი ძალიან მოსწონთ და გადასარევი ურთიერთობაც აქვთ. საერთოდ ივანიშვილებისთვის ოჯახი უმთავრესია! თან ჰყვებიან ბერას მეუღლეს, ხომ წარმოგიდგენიათ როგორ პირობებში ეყოლებათ, ღმერთო ჩემო... ნანუკაც ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა! ბერა და ნანუკა ძირითადად საქართველოში ცხოვრობენ, ახლაც აქ არიან.
ბერა და ნანუკა
რომ იძახიან ბიძინამ იყიდა ზღვა, მთა, ცაო, არ შემიძლია, რომ არ ვთქვა ბიძინას მოთმინებაზე! ზოგჯერ მიფიქრია, მართლა რომ დაიხუროს ქუდი და წავიდეს და ესენი მოვიდნენ, რა გვეშველბა... ერთი ინვესტორი გვყავს და რა დღეში აგდებენ და მერე რა იქნება, არც მინდა ვიფიქრო. ერთმანეთსაც კი გადაეკიდებიან. ბოლომდე გამოაჩინეს თავიანთი სახე, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას აგრესიულები იყვნენ, ახლა კიდევ უარესები არიან! არც ხელისუფლებაში ვარგოდნენ და არც - ოპოზიციაში! ნული პროცენტია მათი მობრუნების შანსი, ვიდრე  ჩვენი თაობა ცოცხალია...  ბიძინა რომც წავიდეს, მათი მობრუნება წარმოუდგენელია!

- ბიძინა ივანიშვილი პირადად ნახეთ იმის შემდეგ, რაც პროპორციული არჩევნების თაობაზე ცვლილებები პარლამენტში ჩავარდა?
- პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ გვქონდა გარკვეული სახის კომუნიკაცია, თუმცა ამ საკითხზე არ გვისაუბრია, ისედაც დარწმუნებული ვარ, როგორც ამბობს, ისე იყო.



(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (11)
ზურაბ ტივაძე
01 დეკემბერი 2019 00:37
ქაკბატონო ეკატერინე, მოგესლმებით და ამთავითვე გიდასტურებთ პატივისცემას, თვენი ოჯახის მიმართ! მჯერა და გეთანხმებით, რომ ამ ინტერვიუში თქვენი პასუხები ედვოდ გულწრფელია და ამასთანავე სიმართლეცაა. თუმცაღა, ამ გამოცდილ კაცს (ბიძინა ივანიშვილს!), ნუთუ არ შეეძლო, ან თუნდაც ეხლა არ შეუძლია, რომ მოიძიოს და გვერდში დაიყენოს ჭეშმარიტად ქართველი და ამავე დროს, საქმის მცოდნე პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც - საბედნიეროდ ჯრ კიდევ მრავლად არიამ საქართველოში?! მაგრამ, მაქვს გონივრული ეჭვი (რასაც მისი საკადრო პოლიტიკა აჩვენებს!), რომ, იგი უბრალოდ იგნორირებს მათ. ჩემის ღრმა რწმენით, სწორედ ამან მიიყვანა ქოცები საყოველთაო ზიზღამდე!!! აქ კი ბიძინას გამართლებას ვერ მოუძებნის ვერავინ, რამეთუ - მისეული, ერთპიროვნული მმართველობის სატილი, დრომოჭმულია და ანაქრონიზმია. იმედს ვიტოვებ, რომ მიაწვდენთ ჩემს გულისნადებს ქ-ნ ეკატერინე ხვედელიძეს, რითაც ძალზედ დაგვავალებთ მეც და ჩემს მრავალრიცხოვან თანამოაზრეებს. პატივისცემით, ზურაბ ტივაძე. ქ. ბორჯომი.
პროპორციული არჩევნები
30 ნოემბერი 2019 15:44
კარგია თუ რძალი მოსწონთ. და მე არ მოვწონვართ?
ტოტო
30 ნოემბერი 2019 12:38
ძალიან სასიამოვნოა ასეთი მეგობრობა.ალბათ ბებიები და ბაბუების დროიდან მეგობრობთ.
ნიკა
30 ნოემბერი 2019 01:19
შეგვეშვით. წადით რა. დაასვენეთ ეს ქვეყანა. სადმე გადასახლდით.
ზაზა
29 ნოემბერი 2019 23:36
ეს მედროვეების და ყველა მთავრობის მსახურები რით ვერ მოვიშორეთ თავიდან?
29 ნოემბერი 2019 20:48
გვინდა გვჯეროდეს ერთმანეთის
uuu
29 ნოემბერი 2019 17:07
მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო! გამორჩენის მომლოდინე ცრუპენტელა და მლიქვნელი "ადვოკატები"...იყო კი ამათი პირფერობა სტატიის ღირსი?
ალექს
29 ნოემბერი 2019 16:38
პოლიტიკაა, როცა საკანონმდებლო აღმასრულებელი ინსტრუმენტებით საპარლამენტო პოზიციაც და ოპოზიციაც სისტემურად, ხანგძლივ პერიოდიან განვითარების გზებს და მოსალოდნელ შედეგებს გეგმავენ და აღწევენ ,ხოლო არასაპარლამენტო ამისათვის ემზადება და მესამე ძალად მწიფდება ! ამ სისტემით ,თქვენ რომ 28 წელია გაქვთ,უცვლელი, სახეიროს ვერც დაგეგმავთ, ვერც მიაღწევთ,რადგან რასაც თქვენ პოლიტიკას ეძახით 28 წლიანი პიარ კამპანიაა სტატისტიკური სიყალბეებითითა და პოლიტიკური დეზინფოემაციით გაჯერებული ! ვერც თქვენ იხეირებთ,ამაშია საქმე,მხოლოდ მოკლე დროით ! უკაცრავად და თქვენს ქცევას ავყია ლაზღანდარაობას თუ დაარქმევ ,არაა ეს პოლიტიკა,საამისოდ რძეშეუმშრალი უმწიფრები ხართ !
ქეთინო
29 ნოემბერი 2019 15:27
ლაქიას თემა იყო და იქნება. ნუ ჩაუჯდები ხელმწიფეს ნავში........
29 ნოემბერი 2019 14:39
აღარ არიან ქვეყანაში მცოდნე ტვინიანი ხალხი მიხედონ ქვეყანას უკან მივდივართ ჩვენ არ გვინდა გადახვეწა საქართველოდან საქართველოს აღორძინება გვინდა საქართველოში მარტო ერთი კაცი ხო არ არის

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები