"ეკასაც და ბიძინასაც რძალი ძალიან მოსწონთ, თან ჰყვებიან" - რას ჰყვება ივანიშვილის მეუღლის უახლოესი მეგობარი?
"ეკასაც და ბიძინასაც რძალი ძალიან მოსწონთ, თან ჰყვებიან" - რას ჰყვება ივანიშვილის მეუღლის უახლოესი მეგობარი?
ფოტო:ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილი, ეკა ჭიჭინაძე
ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და ყოველთვის ინტერესს იწვევს. ამ ცოტა ხნის წინ ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტზე გადაღებულ ვიდეოში გამოჩნდა, მეუღლესთან ერთად, რამაც ეჭვები გააჩინა, რომ შეიძლება მალე ისიც პოლიტიკაში ვიხილოთ... ეკატერინე ხვედელიძის ახლო მეგობარი, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე გვესაუბრება თუ რას გეგმავს ივანიშვილების ოჯახი.

ეკა ჭიჭინაძე:
- გავრცელებულ ხმებზე, თითქოს ეკატერინე ხვედელიძე საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იქნება, გულწრფელად გითხრათ, ძალიან
მეცინება... ეკატერინე ხვედელიძე იქნება პირველი ნომერი, მე მეორე და ასე შემდეგ... ისე, იმათ კი ვაჯობებთ ახლა რომ თავგანწირულად იბრძვიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად...
ეკა ჭიჭინაძე
რა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, რა სისულელეა?! - ივანიშვილები ბავშვს ელოდებიან და ახლა მხოლოდ მაგაზეა მთელი ოჯახის ყურადღება გადატანილი. მეც ვერიდები მათ ზედმეტად შეწუხებას.

ეკას კი არა, პოლიტიკაში ყოფნა, მგონი,
ბიძინასაც არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს! ვერ ტოვებს, თორემ ერთი სული აქვს, მანდ აღარ იყოს. ეკას პოლიტიკაში მოსვლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი!

- მშენებარე უნივერსიტეტზე გადაღებულ ვიდეოში მისმა გამოჩენამ ეჭვები გააჩინა...
- ძალიან კარგი რომ გამოჩნდა! რაც ვიცნობ, ორივე ცოლ-ქმარს სულ მაგ თემაზე აქვთ სასაუბრო. მთელი სულით და გულით უნდოდათ საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტის აშენება. ხან ტერიტორია არ მისცეს, ხან რა შეფერხება ჰქონდათ. თავიდან უნდოდათ კრწანისის ქუჩაზე, მერე დიღომში, მაგრამ საბოლოოდ ქუთაისში მოხერხდა და ძალიანაც კარგი! ეკასთვის უმნიშვნელოვანესია განათლების სფერო... მათი ოცნება იყო ეს უნივერსიტეტი! მათ შვილებს რომ მოუხდათ საზღვარგარეთ წასვლა - ერთს - ამერიკაში, მეორეს - საფრანგეთში, მათთვის რთული აღმოჩნდა. შეკრული ოჯახია და ადვილი არ არის შვილების შორს ყოფნა. თავისთან უნდათ ჰყავდეთ და მეც ერთი სული მაქვს მალე აშენდეს, ჩემი შვილი ამერიკაში კი არა, აქ უნდა სწავლობდეს.
ეკა ჭიჭინაძე, ეკატერინე ხვედელიძე
ისე კი, რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება, სულ გაუნათლებლობიდან მოდის. ვერ გაურჩევიათ შავი და თეთრი, ერთი აგური არ დაუდიათ სასიკეთოდ ხელისუფლებაში ყოფნისას და ახლა ისევ ყვირიან და კივიან მოსაბრუნებლად.

- ისევ ეკა ხვედელიძის შესახებ რომ გვესაუბროთ, როგორი დედამთილია, როგორი დამოკიდებულება აქვს რძალთან?
- ეკასაც და ბიძინასაც რძალი ძალიან მოსწონთ და გადასარევი ურთიერთობაც აქვთ. საერთოდ ივანიშვილებისთვის ოჯახი უმთავრესია! თან ჰყვებიან ბერას მეუღლეს, ხომ წარმოგიდგენიათ როგორ პირობებში ეყოლებათ, ღმერთო ჩემო... ნანუკაც ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა! ბერა და ნანუკა ძირითადად საქართველოში ცხოვრობენ, ახლაც აქ არიან.
ბერა და ნანუკა
რომ იძახიან ბიძინამ იყიდა ზღვა, მთა, ცაო, არ შემიძლია, რომ არ ვთქვა ბიძინას მოთმინებაზე! ზოგჯერ მიფიქრია, მართლა რომ დაიხუროს ქუდი და წავიდეს და ესენი მოვიდნენ, რა გვეშველბა... ერთი ინვესტორი გვყავს და რა დღეში აგდებენ და მერე რა იქნება, არც მინდა ვიფიქრო. ერთმანეთსაც კი გადაეკიდებიან. ბოლომდე გამოაჩინეს თავიანთი სახე, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას აგრესიულები იყვნენ, ახლა კიდევ უარესები არიან! არც ხელისუფლებაში ვარგოდნენ და არც - ოპოზიციაში! ნული პროცენტია მათი მობრუნების შანსი, ვიდრე  ჩვენი თაობა ცოცხალია...  ბიძინა რომც წავიდეს, მათი მობრუნება წარმოუდგენელია!

- ბიძინა ივანიშვილი პირადად ნახეთ იმის შემდეგ, რაც პროპორციული არჩევნების თაობაზე ცვლილებები პარლამენტში ჩავარდა?
- პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ გვქონდა გარკვეული სახის კომუნიკაცია, თუმცა ამ საკითხზე არ გვისაუბრია, ისედაც დარწმუნებული ვარ, როგორც ამბობს, ისე იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის "შლეიფი" შვიდ ქალს მიჰქონდაო"

(სპეციალურად საიტისთვის)