"ახალი დაქორწინებული ვერ ვიაზრებდი ბევრ რამეს... ხშირად ვეჭვიანობდი" - კვირის პალიტრა

"ახალი დაქორწინებული ვერ ვიაზრებდი ბევრ რამეს... ხშირად ვეჭვიანობდი"

რეალითი შოუ "მასტერშეფის" ახალ სეზონში ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ნიკოლოზ ცქიტიშვილის მეუღლე, სოფო გოგებაშვილიც იღებდა მონაწილეობას. სამწუხაროდ სოფო პროექტს გამოეთიშა. სოფოს და ნიკას სამი შვილი ჰყავთ. როგორია მათი ოჯახური ცხოვრება, ამაზე ის "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი? - მე მოცეკვავე ვარ. 17 წლის ვიყავი, როცა ნიკამ მნახა. ქართულს ვცეკვავდი ფრიდონ სულაბერიძის შვილთან ერთად. სოცქსელით დამიკავშირდა და ასე დაიწყო. ხუთი თვის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში და დავაგვირგვინეთ ქორწილით.

- ყველაზე მეტად რით მოგხიბლა?

- არ მაჩქარებდა, ზედმეტად არ აქტიურობდა, თითქოს მე მომყვებოდა. მეც მშვიდად ვგრძნობდი თავს. დღემდე ასე ვართ, ერთმანეთს მივყვებით...

- არ ეჭვიანობდი?

- ახალი დაქორწინებული ვერ ვიაზრებდი ბევრ რამეს. თან ცნობილი ბიჭია, თან სიმპათიური (მომკლავს, ამას რომ ვამბობ!) და ხშირად ვეჭვიანობდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არაფერი მქონდა საეჭვიანო.

ჩემსა და ნიკას შორის ზუსტად ათი წელია სხვაობა. ერთმანეთის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე ჩემს შეხედულებებს ვუზიარებ, ის - თავის გამოცდილებას და დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს.

სოფო გოგებაშვილი ოჯახთან ერთად

- ნიკა როგორი მამაა?

- ძალიან აქტიურად არის ჩართული ბავშვების ცხოვრებაში. მონდომებულია, ბიჭი პროფესიონალ სპორტსმენად გაზარდოს. ცდილობს სპორტულად გაზარდოს გოგონებიც.

- როგორ ახერხებ სამი შვილის გაზრდას?

- ნიკა მეხმარება, დედაჩემიც, ნიკას დედაც, დამხმარე ქალიც მყავს და ვუმკლავდები.

- დიზაინერობასაც ითავსებ.

- ორი წელია, საბავშვო ტანსაცმლის ხაზს - "მიშელს" ვხელმძღვანელობ. უფრო კრეატიული დირექტორი ვარ, ვიდრე დიზაინერი. მე უფრო იდეები მაქვს, დეტალებს დედაჩემი უძღვება. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა