"ვფიქრობდი, რომ როცა კი მომინდებოდა ვნახავდი, თურმე ვცდებოდი..." - რას წერს გარდაცვლილ ჟურნალისტზე თათია შარანგია
"ვფიქრობდი, რომ როცა კი მომინდებოდა ვნახავდი, თურმე ვცდებოდი..." - რას წერს გარდაცვლილ ჟურნალისტზე თათია შარანგია
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ანი მამულაშვილი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგონა უმძიმეს სენს - მელანომას ებრძოდა. დავადების დამარცხებიდან ორი წლის შემდეგ, ვერაგმა სენმა ისევ იჩინა თავი. გაუკეთდა ფილტვზე ოპერაცია, სამკურნალოდ დადიოდა თურქეთში და ყველა იმ სირთულეს, რაც მის თავს ხდებოდა პოზიტივით ხვდებოდა.  მასორი შვი­ლი - 14 წლის გო­გო­ნა და 4 წლის ბი­ჭუ­ნა დარ­ჩა...ნიჭიერი ახალგაზრდის გარდცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული, განსაკუთრებით კი ახლობლებს.

გარდაცვლილ ჟურნალისტს ანა მამულაშვილს ბავშვობის მეგობარი პიანისტი თათია შარანგია, ემოციური
პოსტით ემშვიდობა:

"არ შემიძლია ანიზე ბევრი ლაპარაკი... ვერც მივცემ თავს ამის უფლებას... რადგან დიდხანს, დიდხანს ვერ ვნახე.... რადგან გადიოდა დრო და ვფიქრობდი, რომ მას როცა კი მომინდებოდა ვნახავდი... თურმე ვცდებოდი...

მე და ანი, ერთ ეზოში გავიზარდეთ... მე და მარი... ანი და ვიკა.... ასე დავდიოდით და
ვთამაშობდით თოჯინებით... სულ გვიყვარდა ერთმანეთი... გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული - ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა....

ანი... წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები... შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც...

მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ხარ, იქაც ანათებ... იქაც იცინი.... იქაც ამხნევებ... იქაც გწამს.... მიყვარხარ, ანი და ვიტოვებთ შენს შვილებს, მარადიულობის ნიშნად.... მიას რომელიც ასლია შენი.... ღმერთმა ათასწლეული სიცოცხლე არგუნოს მათ... მინდა, ყველას მოუყვნენ თუ რა სიცოცხლის მოყვარული დედიკოს, ნალოლიავები შვილები არიან....

ნათელში იყოს შენი ხალასი სული ანი.... მუდამ ჩვენს გულებში, მუდამ ჩვენს მოგონებებში.... მაპატიე, თუ კი რამ გაწყენინე ნებით თუ უნებლიედ..." - წერს თათია შარანგია

წყარო
ანა
04 დეკემბერი 2019 08:14
თათიას: საერთოდ რომ არაფერი დაგეწერა,აჯობებდა...რატომ ვერ მოინახულე? იმიტომ რომ წამსვლელი იყო? ყველა იქ მივალთ! მოინახულეთ თქვენი ავადმყოფი მეგობრები,ნათესავები...დაეხმარეთ როგორც შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ,ავადმყოფს თვალები კარებისკენ აქვს მიპყრობილი... ყველას ჯვარი გეწეროთ!
მაკა
02 დეკემბერი 2019 22:04
რამდენს შერცხვა ჩემი ცოლის დაქალებში ნინას მეგობრების გვერდში დგომის მომენტებს რომ უყურებდა, რამდენი მსგავს სიტუაციაში არ მოიქცა სათანადოდ , რამდენმა არ მოიკითხა , არ მოინახულა ,არ დაეხმარა მეგობარს , ახლობელს , ნათესავს. მერე არაფერი არ ხდება, მერე ყველაფერი გვიანია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები