"ვფიქრობდი, რომ როცა კი მომინდებოდა ვნახავდი, თურმე ვცდებოდი..." - რას წერს გარდაცვლილ ჟურნალისტზე თათია შარანგია - კვირის პალიტრა

"ვფიქრობდი, რომ როცა კი მომინდებოდა ვნახავდი, თურმე ვცდებოდი..." - რას წერს გარდაცვლილ ჟურნალისტზე თათია შარანგია

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ანი მამულაშვილი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგონა უმძიმეს სენს - მელანომას ებრძოდა. დავადების დამარცხებიდან ორი წლის შემდეგ, ვერაგმა სენმა ისევ იჩინა თავი. გაუკეთდა ფილტვზე ოპერაცია, სამკურნალოდ დადიოდა თურქეთში და ყველა იმ სირთულეს, რაც მის თავს ხდებოდა პოზიტივით ხვდებოდა.  მასორი შვილი - 14 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭუნა დარჩა...ნიჭიერი ახალგაზრდის გარდცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული, განსაკუთრებით კი ახლობლებს.

გარდაცვლილ ჟურნალისტს ანა მამულაშვილს ბავშვობის მეგობარი პიანისტი თათია შარანგია, ემოციური პოსტით ემშვიდობა:

"არ შემიძლია ანიზე ბევრი ლაპარაკი... ვერც მივცემ თავს ამის უფლებას... რადგან დიდხანს, დიდხანს ვერ ვნახე.... რადგან გადიოდა დრო და ვფიქრობდი, რომ მას როცა კი მომინდებოდა ვნახავდი... თურმე ვცდებოდი...

მე და ანი, ერთ ეზოში გავიზარდეთ... მე და მარი... ანი და ვიკა.... ასე დავდიოდით და ვთამაშობდით თოჯინებით... სულ გვიყვარდა ერთმანეთი... გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული - ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა....

ანი... წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები... შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც...

მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ხარ, იქაც ანათებ... იქაც იცინი.... იქაც ამხნევებ... იქაც გწამს.... მიყვარხარ, ანი და ვიტოვებთ შენს შვილებს, მარადიულობის ნიშნად.... მიას რომელიც ასლია შენი.... ღმერთმა ათასწლეული სიცოცხლე არგუნოს მათ... მინდა, ყველას მოუყვნენ თუ რა სიცოცხლის მოყვარული დედიკოს, ნალოლიავები შვილები არიან....

ნათელში იყოს შენი ხალასი სული ანი.... მუდამ ჩვენს გულებში, მუდამ ჩვენს მოგონებებში.... მაპატიე, თუ კი რამ გაწყენინე ნებით თუ უნებლიედ..." - წერს თათია შარანგია

წყარო