"დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის, კომპოზიტორის და პიანისტის, ნიკოლოზ რაჭველის მიერ დაწერილი მუსიკა ევროპის საბჭომ ჭადრაკის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცა. ამის შესახებ ნიკოლ რაჭველმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა:

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰიმნის დაწერა მომიწევდა... 2017 წელს ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა დაამტკიცა სპორტის ამ ისტორიული სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად, დღეს კი ჩემს თვალწინ ამ მუსიკის შესრულებისას მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები (მათ შორის იუდიტ პოლგარი, გარი კასპაროვი, ჩვენი უდიდესი ქალბატონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ჩემპიონები, დიდოსტატები, არბიტრები, მონაკოს სამეფო ოჯახის, მთავრობისა და შემოქმედებითი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები)...

უჰ, რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!!!

დიდი მადლობა ჩემო უძვირფასესო ზურა აზმაიფარაშვილს  და თეა ყიფშიძეს ასეთი რამ რომ განმაცდევინეთ!!!!

დანარჩენს მერე მოვყვები. მონტეკარლოში ჭადაკის ევროპის პირველი დაჯილდოვების ცერემონია ახლახანს დასრულდა, მე კი ვცდილობ სამახსოვრო ფოტოები გადავიღო ბავშვობის დროინდელ კუმირებთან...

მამაჩემი, რომელიც ჭადრაკის უდიდესი ქომაგი იყო ვიდრე მყავდა (13 წლის ასაკამდე) მოასწრო ჩემშიც ჩაენერგა იგივე დამოკიდებულება, ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით..." - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

წყარო