"თუ სოციალურად დაუცველი არ ვარ, შვილი უნდა მომიკვდეს?!"
"თუ სოციალურად დაუცველი არ ვარ, შვილი უნდა მომიკვდეს?!"
როცა ბავშვები ხდებიან ავად, თითქოს ყველაფერს აზრი ეკარგება, გარდა იმისა, რომ როგორმე მოვახერხოთ და პატარა ტკივილისგან გავათავისუფლოთ და მისი ბედნიერი სიცილი ისევ გავიგონოთ. საუბედუროდ, დღეს ჩვენ ირგვლივ არაერთი ბავშვი ავადმყოფობს მძიმე სენით, რომელთა გადარჩენა ხშირად მხოლოდ საზოგადოების გულმოწყალებაზეა დამოკიდებული. ამჯერად წლის და რვა თვის ნანიკო საბანაშვილზე უნდა გიამბოთ, თაფლივით ტკბილ და მზესავით ნათელ გოგოს დახმარება სჭირდება.

ეკა ჭალაძე, პატარა ნანიკოს დე
და:
- სკოლის მასწავლებელი ვარ. როდესაც სკოლაში ვარ, ნანიკო ბებოსთან არის და მოუთმენლად მელოდება ხოლმე. ჩემი სამსახურში გასვლა ნამდვილად არ იყო იოლი, - სამი ბავშვი გვყავს, ნანიკო ახლაც ძუძუზეა, მაგრამ არც სხვა გზა გვქონდა, - მე და ჩემს მეუღლეს მწირი შემოსავალი გვაქვს, ამას ბანკის ის კრედიტებიც ემატება, რომლითაც 3 წლის დანგრეული ჭერი შევაკეთეთ. მოკლედ, ბავშვი იმ
დღესაც კალთაში ჩვეულებრივად ჩავისვი, თან ვაჭმევდი და თან ვუალერსებდი, რომ მის საფეთქელზე საშინელება დავინახე, - ჩემ თვალწინ ამოეზარდა რაღაც სიმსივნე. თვალთ დამბინელდა, დედამთილს დავუძახე, - მიშველე-მეთქი. მან დაბნეულმა მითხრა - მთელი დღე ბავშვს მსგავსი არაფერი ჰქონია, უცებ ხომ არ დაეცა და კოპი გაუჩნდაო...

ორი დღის შემდეგ კი გულგახეთქილმა ბავშვი უკვე თბილისში, თოდუას კლინიკაში გავაქციე. იქ ექიმმა დამამშვიდა, - საშიში არაფერი ჩანს, მაგრამ თავი დავიზღვიოთ და ბიოფსია გავუკეთოთო. ქალბატონმა თამარ კალოიანმა გააკეთა ბიოფსია. ღამით გამომიგზავნა მესიჯი, - ამ ეტაპზე საშიში არაფერია, თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ ბიოფსია ისევ უნდა გავიმეოროთო. ამასობაში ბავშვს საფეთქელთან წანაზარდი უფრო გაეზარდა და მეორე ბიოფსია გაკეთდა. ამჯერად უკვე მითხრეს, ეს სავარაუდოდ, ჰისტიოციტოზი უნდა იყოს, რაც ათასობით ადამიანიდან მხოლოდ ერთს შეიძლება აღმოაჩნდესო.

-ჰისტიოციტოზი მართლაც უიშვიათესი დაავადებაა, - სიმსივნეთა წარმოქმნას უჯრედების პათოლოგიური დაყოფა მომენტალურად იწვევს. თუმცა, დაავადება შეიძლება იყოს აგრესიული და არააგრესიულიც.
- რაც ჩემს შვილს დაემართა, იმდენად იშვიათი დაავადებაა, რომ ჩვენს ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმაც კი უჭირთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბიოფსიის ბოლო პასუხის შემდეგ უკვე ლისის ტბაზე მდებარე ონკოლოგიურ კლინიკაში გაგვაგზავნეს. იქ კი უკვე ძვლის ბიოფსიაც მოითხოვეს. თანაც გვითხრეს, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ავთვისებიანის ნიშნებიაო.

- ალბათ იმ ვარაუდით, რომ სიმსივნური უჯრედების კერა ძვალში იყო. ეს კი ჰისტიციტოზის უმძიმესი ფორმაა. წარმომიდგენია რამხელა ტანჯვაა, რამდენად ცუდად იქნებოდით ამ პროცედურებისას.
- სწორედ ამ დროს რწმუნდება ადამიანი, რომ ზოგჯერ მას ძალას რაღაც შეუცნობელი აძლევს, ისე ვერაფრით გაუძლებდა მსგავს ტკივილებს... ისე, ექიმმა ძვლის ბიოფსიაზე უარი თქვა, - ძვალში შესვლას რა აზრი აქვს, ბავშვი უნდა ვაწვალო, ეს სრულყოფილ შედეგს მაინც ვერ მოგვცემს, სრულყოფილი შედეგი მხოლოდ სიმსივნის ამოკვეთის და მისი დათესვის შემდეგ გვექნებაო. ამიტომ ჯერ სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს სახიდანო.

- თუ ასეა, ოპერაცია რატომ არ გაკეთდა?
- ვერ გაკეთდა. ექიმი, რომელსაც ლისზე მდებარე კლინიკაში ნანიკოსთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და დაგვპირდა კიდეც, ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალია. მაგრამ ოპერაციის წინა დღეს, სკოლაში, გაკვეთილზე ყოფნისას დამირეკა, - ბავშვს ხელს ვერ მოვკიდებ, რადგან საშიშია და ამას მე თუ ვერ გავაკეთებ, ვერც სხვა გააკეთებს, თურქეთში წაიყვანეთო. ამას მე ალბათ არ მეტყოდა, მაგრამ ჩემი მულის, ნანიკოს მამიდის, ტელეფონის ნომერიც ჰქონდა დატოვებული და ეგონა, რომ მას ურეკავდა.

თავზარდაცემულმა რომ ვუთხარი, - რატომ რა ხდება, მითხარით, მე დედა ვარ-მეთქი, შემკრთალმა მითხრა, - ჩვენ ხომ ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით, ამ დროს ბავშვს სიმსივნე პირდაპირ არტერიაზე აქვს დადებული, რომ გავჭრა, ვაითუ მაგიდაზე დამრჩეს, ანგელოზივით ბავშვს ხომ არ მოვკლავო. მერე დასძინა: - ქართველი ექიმები საუკეთესო ქირურგები ვართ, მაგრამ დიაგნოზის დასმა ხშირად გვიჭირს, რადგან შესაბამისი ტექნოლოგიები არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ეს გადამწყვეტია. ბავშვს ჯერ დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობა სჭირდებაო!

-კარგ ექიმობასთან ერთად, პატიოსანი ადამიანიც ყოფილა. ღრმად წასული ჰისიტიციტოზის მკურნალობა ქიმიოთერაპიასთან ერთად სხვა რთულ პროცედურებსაც გულისხმობს. ახლა რას აპირებთ?
- ერთი ვიცი, რომ სასწრაფოდ უნდა წავიყვანო ჩემი შვილი და ვუშველო. უკვე ვესაუბრე თურქეთის კლინიკას, სადაც ქართველი ექიმიც მუშაობს. მან მითხრა, - აქ მხოლოდ დიაგნოზის დასმას 5000 დოლარი სჭირდებაო, მე კი მხოლოდ 1400 დოლარი ვიშოვე. აი, ამ ფულით უნდა წავიყვანო ჩემი შვილი. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, - ამ ფულით სად მიდიხართო, მაგრამ რომ არ წავიდე, გავგიჟდები. გულხელდაკრეფილმა რას ვუყურო?! ბავშვს სიმსივნე დღითიდღე ეზრდება, უკვე ყბაზე გადავიდა. გამწარებული თავს ვიდანაშაულებ, - ნეტავი, ისევ დანგრეულ სახლში მეცხოვრა და შესაკეთებლად ბანკის ვალი არ ამეღო, ახლა ხომ ჩემი შვილისთვის ავიღებდი და ვუშველიდი-მეთქი.

- თავის დადანაშაულება ნამდვილად არ არის გამოსავალი. საქველმოქმედო ფონდებს თუ ესაუბრეთ?
- ფონდები მეუბნებიან, სოციალურად დაუცველი უნდა იყოთ, რომ დაფინანსება მიიღოთო. მე კი სოციალურად დაუცველი არ ვარ. ამ პასუხითაც შოკირებული ვარ, - თუ სოციალურად დაუცველი არ ვარ, ესე იგი, შვილი უნდა მომიკვდეს?!

- არ უნდა მოგიკვდეთ, საზოგადოებას ხელი ბევჯერ გაუწვდია ბავშვებისთვის და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. რადგანაც ისიც ყოველთვის ისეა, რომ განსაცდელისაგან არავინ ვართ დაზღვეული.
- მეც მაგის იმედით მივდივარ სრულიად უცხო ქვეყანაში... თორემ ისე ალბათ ძალაც არ მეყოფოდა იმისთვის, რასაც ახლა ვაკეთებ... მივდივარ და თან იმის იმედი მიმყვება, რომ ხალხი მეც გადამირჩენს შვილს, ისე როგორც ბევრის შვილი გადაურჩენია.

პ.ს. მსურველებს ნანიკო საბანაშვილის დახმარება შეგიძლიათ შემდეგი რეკვიზიტებით:

საქართველოს ბანკი:
GE30BG0000000161914125

მიმღები: თინათინ საბანაშვილი. პირადი ნომერი: 59001122000

ტელეფონი: გურამ საბანაშვილი 598154047

(სპეციალურად საიტისთვის)

keti
03 დეკემბერი 2019 15:42
მაგ ბუნცჰულა ხელებსჰი სჰემოგევლე ცჰემო პატარავ გმერტი არ გაგცირავს მალე კველაპერი კარგად იკნება კველამ ერტად ამოუდგეტ მხარსჰი ტუნდაც ერტი დოლარიტ და უცბად სჰევაგროვებტ ერტ დგესჰი ,მმაგ ტანხასაც და ზედმეტსაც რომ იარსებონ სანამ იკ იკნებიან

რუბრიკის სხვა სიახლეები
09-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები