"შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება" - კვირის პალიტრა

"შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება"

შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ ისაუბრა ტრანსპორტის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოწესრიგებული იქნება.

"როდესაც ამ პროექტის განხორციელებას დავასრულებთ, შემიძლია წავიტრაბახო, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები მთლიანად, ყველა ახალი იქნება. პარალელურად, მიკროავტობუსები უნდა ჩანაცვლდეს აუცილებლად. ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარებს და მართლაც ძალიან მაგარია, ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოებაც ხედავს და აფასებს, თუმცა რეფორმა ჯერ არ დასრულებულა და იქნება შემდეგი ეტაპები",-განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"