დაკვამლიანება მეტროსადგურ "ვარკეთილში" - რას ამბობენ კომპანიაში?
დაკვამლიანება მეტროსადგურ "ვარკეთილში" - რას ამბობენ კომპანიაში?
მეტროსადგურ "ვარკეთილში" დაკვამლიანებაა. როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მეტროსადგური "ვარკეთილი" მგზავრებს დროებით არ ემსახურება და მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ "სამგორამდე" მოძრაობენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე გასულია ენერგოჯგუფი. ამ დროისთვის დაკვამლიანების მიზეზი უცნობია.

შეტყობინება დაკვამლიანების შესახებ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 17:00 საათზე შევიდა. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჩასული მგზავრები სხვა სადგურზე გადაიყვანეს.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?