"ერთ რამეში ვერ ვთანხმდებით მე და ღმერთი" - რას წერდა სიკვდილზე ჟურნალისტი ანა მამულაშვილი, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ერთ რამეში ვერ ვთანხმდებით მე და ღმერთი" - რას წერდა სიკვდილზე ჟურნალისტი ანა მამულაშვილი, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ანი მამულაშვილი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგონა უმძიმეს სენს - მელანომას ებრძოდა. დავადების დამარცხებიდან ორი წლის შემდეგ, ვერაგმა სენმა ისევ იჩინა თავი. გაუკეთდა ფილტვზე ოპერაცია, სამკურნალოდ დადიოდა თურქეთში და ყველა იმ სირთულეს, რაც მის თავს ხდებოდა პოზიტივით ხვდებოდა. მას ორი შვილი - 14 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭუნა დარჩა...

ანა საკუთარ"ფეისბუკზე" ხშირად წერდა ჩანახატებს, მათ შორის სიკვდილზეც:

"აი, სულ ახლახანს, რომ გეკითხათ ჩემთვის რისი მეშინოდა ყველაზე მეტად, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ-სიკვდილის. მერე მივხვდი, რომ სიკვდილზე ნერვიულობა ცალსახად-ეგოიზმია! დატირებებიც, ზუსტად ასეთივე ეგოისტური გვაქვს: "მე" რა უნდა ვქნა უშენოდ?! "მე" რა მეშველება შენს გარეშე?! უშენოდ "მე" ვერ გავძლებ! "მე" უშენოდ მოვკვდები! "მე" რა დავაშავე... და ა.შ. საკუთარი ეგო წინა პლანზე და ამით გადაქანცული მიცვალებული მერე ნელ-ნელა მეგობრებმა დაიწყეს "წასვლა", სული ამეწვა... ხორცების დაგლეჯა მინდოდა... მკვლელის, ლინჩის წესით, მინდოდა დასჯა...ისევ ეგოისტი გავხდი და მივხვდი, რომ თეორიული ცოდნა იმაზე, რომ ეგოიზმია სიკვდილზე ღელვა, პრაქტიკაში ვერ გამოვიყენე.

ერთ რამეში ვერ ვთანხმდებით მე და ღმერთი: ვერ ვპატიობ სამყაროს ისე მოწყობას, რომ დედა, შეიძლება შვილის, სიკვდილს შეესწროს!

არ შეიძლება ამდენი ენერგია, ემოცია, ამდენი დადებითი ენერგეტიკა, ასე უბრალოდ გაქრეს და უცებ გაშავდეს... სანამ, ჯერ კიდევ თენდება, არ დავიღალოთ სიკეთის თესვით, ყოველი საქმის საწყისად სიყვარული ვაქციოთ, რაც შეიძლება მეტ დადებით ემოციას ჩავჭიდოთ ხელი. სხვა ყველაფერი გაქრება, ყველაფერი დაგვეხარჯება, მოგონებების გარდა.

არ მიყვარს დღევანდელი დღე, იმიტომ რომ დედისერთა ეგოისტი ვარ! აბა დაჩი, რომ ახლა ყველაზე კარგადაა, ამაში როგორ უნდა მეპარებოდეს ეჭვი?!

დიახ, სიკვდილზე ღელვა ეგოიზმია და ადამიანი, ყველაზე დიდი ეგოისტია დედამიწაზე!"- წერდა ანა მამულაშვილი.

აღნიშნული ფეისბუკპოსტი ანამ აგვისტოს თვეში გასააჯაროვა და მის მეგობარ დაჩი დარჩიასთან ერთად გადაღებული ფოტოც დაურთო.

წყარო

ინფორმაციისთვის, 34 წლის რეჟისორი და "სქაი ბარის" დიჯეი დაჩი დარჩია 2014 წლის 29 აგვისტოს სომხურ ეკლესიასთან ერევნის სკვერში მოკლეს.

"როცა მივედი, მითხრა, მიშველე, ცუდად ვარო" - დაჩი დარჩიას მკვლელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ვფიქრობდი, რომ როცა კი მომინდებოდა ვნახავდი, თურმე ვცდებოდი..." - რას წერს გარდაცვლილ ჟურნალისტზე თათია შარანგია