"საბედნიეროდ, ბევრი გემოვნებიანი ცნობილი ქალბატონი გვყავს... მათ შორის..." - კვირის პალიტრა

"საბედნიეროდ, ბევრი გემოვნებიანი ცნობილი ქალბატონი გვყავს... მათ შორის..."

"ფლორენციაში თუნდაც უბრალო სილამაზის სალონში რომ შეხვიდე, სტილისტი ე.წ. ჩოლკასაც სულ სხვანაირად, ლამაზად და მოხდენილად შეგჭრის. გაკვირვებული გამოდიხარ სალონიდან, მაგრამ არაფერია გასაკვირი - ის ადამიანი მთელი ცხოვრება განსაცვიფრებელ სილამაზეს უყურებს, გამჯდარი აქვს ცნობიერში დახვეწილი გემოვნება", - ამბობს უმშვენიერესი და მრავალმხრივ ნიჭიერი ია ფარულავა, რომელიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ხანია, ინტერვიუ არავისთვის მიუცია...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა.

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, ვის დაასახელებდით, როგორც მისაბაძად გემოვნებიანს? - უდახვეწილესი გემოვნება ჰქონდა ქალბატონ ნინო რამიშვილს! მას ჰქონდა საშუალება, მთელ მსოფლიოში ემოგზაურა საუკეთესო დიზაინერების სამოსი ენახა... ასევე, გამორჩეული გემოვნება აქვს ნიანუ სუხიშვილს. ნებისმიერ ღონისძიებაზე ზუსტად იცის, რა უნდა ჩაიცვას. საუკეთესო მანერებიც ხელს უწყობს, ყველაფერი ბუნებრივად მოსდევს.

თბილისში ცხოვრობდა საოცარი ქალბატონი - ბუბუსია თვალავაძე, რომელიც დღეს ალბათ, ცოტას თუ ემახსოვრება. მას ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა, საოცრად იმოსებოდა. ჩვენთან ხშირად მოდიოდა სტუმრად და ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა... ძალიან დახვეწილი გემობვნება აქვს ნანი ბრეგვაძეს. ყოველთვის მოხდენილია, კარგ ფორმაში. არიან ქალბატონები, რომლებიც არ არიან ცნობილი და მათი ჩაცმულობა ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მაგალითად,  ლაპაეასკოპისტი ლალი ცხოვრებაშვილი, რომელსაც ჩაცმულობაში დახვეწილი გემოვნებით ბადალი არ ჰყავს. მომწონს და ნატიფი გემოვნებით არის გამორჩეული გოგი ალექსი-მესხიშვილის მეუღლე მაკა მიქაძე. ყოველთვის მომწონდა ნინო გორდელაძე, რომელიც რეჟისორ ლელა გორდელაძის შვილი გახლავთ... საუკეთესო გემოვნებითაა გამორჩეული ჩემი ნათესავი - ეკა გოგლიძე, რომელიც ქრისტინე იმედაძის დეიდა გახლავთ.

ქრისტინეც გემოვნებიანი გოგოა! მყავს მეგობარი სალომე მებურიშვილი, რომელსაც ასევე კარგი გემოვნება აქვს და აქვე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დავასახელო დალი ჩიტალაძე, რომელიც მოდის ექსპერტია, ასევე ულამაზესი მაკა ასათიანი, თეონა თავართქილაძე, ნინო ნადირაძე-კუზანოვა, ბაია დავითაია... თავისებური გემოვნება და განსხვავებული ხედვა აქვს ფოტოგრაფ ირმა შარიქაძეს... საბედნიეროდ, ბევრი გემოვნებიანი დიზაინერი და ცნობილი ქალბატონი გვყავს...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 5 დეკემბრის ნომერში

მანანა გაბრიჭიძე