რას ჰყვება ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მეუღლეზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის? - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მეუღლეზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის?

მომღერალ ზურა ხაჩიძისა და ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ჟორდანიას წყვილი საზოგადოებაში მუდმივად აქტუალურობით სარგებლობს. ინტერესი მათი ოჯახის მიმართ, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გაიზარდა, რადგან ისინი არსებული ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები არიან, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას კი ჯერ კიდევ წინა მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან გმობენ, რის გამოც დევნისა და შანტაჟის ობიექტი არაერთხელ გამხდარან.

6 თვის წინ, ზურა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ზურა ხაჩიძე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ინტერვიუებს აღარ აძლევს ჟურნალისტებს, თუმცა ამას

თავისი მიზეზი აქვს, მათი ოჯახი განსაცდელშია - ხათუნა ჟორდანია უმძიმეს დაავადებას - ფილტვის სიმსივნეს ებრძვის და ოჯახის ყურადღება ახლა მხოლოდ მისკენ არის გადატანილი.

ბოლო დროს თბილისში განვითარებული მოვლენების გარშემო ზურა სოციალურ ქსელში ისევ გააქტიურდა. უფრო დეტალურად ამის შესახებ ხაჩიძე "რეიტინგს" ესაუბრა.

- ზურა, უკვე რამდენიმე თვეა, თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს, რომლის გარშემოც სოციალურ ქსელში არაერთხელ დააფიქსირეთ თქვენი კრიტიკული პოზიცია, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს აქციები?

- ბოლო თვეების მანძილზე რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის პატარა ვიწრო ჯგუფის ინტერესები, მათ სურთ რევანში და ქვეყნის აყირავება. მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ამიტომაც ცდილობენ ქვეყნის არევას. სურთ, სახელმწიფო სტრუქტურებიც ჩაითრიონ ამ ყველაფერში, გამოიწვიონ - სწორედ ამიტომ იკრიბებიან სხვადასხვა უწყებებთან. 90-იანელების თაობა ვარ და ნანახი მაქვს მაშინ როგორი დაპირისპირება იყო ქუჩებში, საბედნიეროდ სახელმწიფო მყარად დგას და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, შს-მინისტრ ვახტანგ გომელაურს და ყველა იმ პოლიციელს, რომელიც დღედაღამე ქუჩაში დგას და იცავს ჩვენს უსაფრთხოებას.

მე მესმის, რომ აქციის მონაწილეებს საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდათ, მაგრამ რას ვიზამთ, არ შედგა ეს ცვლილება და ჩავარდა. "ქართული ოცნებისთვის" პრორპორციული არჩევნები პრობლემა არ იქნებოდა, მაინც მოიგებდნენ არჩევნებს, თუმცა, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ჩავარდა კანონპროექტი და ამის გამო დეპუტატები არ უნდა დავაშინოთ.

ბუნებრივი დემოკრატიული პროცესია, რაც პარლამენტში მოხდა, თუ რამის შეცვლა შეიძლება, მაქსიმალურად შეცვალა "ქართულმა ოცნებამ". არცერთ მხარეს არ მინდა იყოს დაპირისპირებული ახალგაზრდები, არ მინდა 90-იანი წლები განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. სამცხე-ჯავახეთში ყველა უწყება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ნამდვილად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ხორციელდება გუბერნატორის თაოსნობით. ვხვდებით ხალხს, გვაქვს დიალოგი, ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რომ რეგიონში ხალხს ელემენტარული პრობლემები მაინც ჰქოდნეს მოხსნილი. წყალი, გზა და ა.შ. ჩემი დანიშვნის შემდეგ რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ. აქტიურად ტარდება ღონისძიებები. ახლა ვემზადებით ახალი წლისთვის, 25 დეკემბერს ჩაირთვება ნაძვის ხე, მოწვეული გვყავს მომღერლები, 31 დეკემბერს დაგეგმილი გვაქვს კონცერტები და ვცდილობთ, ყველა ის საქმე გავაკეთოთ, რაც პრიორიტეტულია.

- ზურა, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ოჯახი ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას - თქვენი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის, რას ამბობენ ექიმები?

- ხათუნას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ის ყველაფრის მიუხედავად გვერდით მიდგას. მას უნდა ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ ბიუჯეტს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს და ვერ ვახერხებ. ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ.

- ვინ გეხმარებათ ამ მომენტში ანასტასიას აღზრდაში?

- ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ოჯახის წევრი სახლში - ძიძა. ის ძალიან გვიდგას გვერდით მეც, ნინისაც და ხათუნასაც. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს. ხათუნა ისრაელში მკურნალობს და მუდმივად ხელს მიწყობენ, მასთან ერთად ვიყო. ხათუნას დიაგნოზი არის მარჯვენა ფილტვის სიმსივნე. იხილეთ სრულად