ტრაილერს, რომელიც ფონიჭალაში ამობრუნდა, ცხვრები გადაჰყავდა - დახოცილია 100-ზე მეტი ცხვარი - კვირის პალიტრა

ტრაილერს, რომელიც ფონიჭალაში ამობრუნდა, ცხვრები გადაჰყავდა - დახოცილია 100-ზე მეტი ცხვარი

ტრაილერს, რომელიც ფონიჭალაში ამობრუნდა, ცხვრები გადაჰყავდა. ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა.

ნახეთ ვიდეო კადრები ადგილიდან

ფონიჭალასთან ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შემთხვევის გამო რუსთავის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება და მძღოლი 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდება", - აღნიშნეს უწყებაში.

მთავარი ფოტო: ინფო რუსთავი