ტრაილერს, რომელიც ფონიჭალაში ამობრუნდა, ცხვრები გადაჰყავდა. ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა.ნახეთ ვიდეო კადრები ადგილიდანფონიჭალასთან ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შემთხვევის გამო რუსთავის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა."აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება და მძღოლი 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდება", - აღნიშნეს უწყებაში.მთავარი ფოტო: ინფო რუსთავი