"ვაჟა გაფრინდაშვილი ჰოსპისის მშენებლობიდან მოყოლებული მეგობრობს ჩვენთან, ბავშვებისთვის არაერთი შემოწირულობა გაუღია"
"ვაჟა გაფრინდაშვილი ჰოსპისის მშენებლობიდან მოყოლებული მეგობრობს ჩვენთან, ბავშვებისთვის  არაერთი შემოწირულობა გაუღია"
ფოტო:ფოტოგრაფი: ლელი ბლაგონრაროვა
ოკუპირებულ ტერიტორიზე დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, როგორც გავარკვიეთ, ბავშვთა პირველი პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ჰოსპისის ხშირი სტუმარი და დონორი იყო. ვესაუბრეთ ჰოსპისისა და ცხელი ხაზის კორდინატორს როდამ გოგოხიას, რომელიც კიდევ ერთხელ მოგვიყვა ჰოსპისის მნიშვნელობაზე და იმაზეც, თუ რა კავშირი აქვს მასთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს.

ვაჟა გაფრინდაშვილი
როდამ გოგოხია:
- ჰოსპისი ეს არის ოჯახური ტიპის გარემო, სახლი, სადაც მოდიან ძირითადად ქრონიკული და განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და ესაჭიროებათ პალიატიური მზრუნველობა. ბავშვებს ეწევათ მომსახურება, როგორც სტაციონარში
ასევე დღის ცენტრში. ჩვენს ცენტრს ასევე აქვს შინ ზრუნვის სამსახურიც, რომელიც ბავშვებს ყველანაირ სერვისს სთავაზობს. ჰოსპისის ჩამოყალიბების იდეა გაუჩნდა ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" წარმომადგენელს ნინო კიკნაძეს. 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ წელიწადში 834 ბავშვს ესაჭიროებოდა პალიატიური მზრუნველობა. ამ ფონდის დახმარებით 2015 წელს შეიქმნა
შინ ზრუნვის სამსახური, ხოლო 2017 წელს აშენდა ჰოსპისი, რომელსაც შეუერთდა სტაციონარი და დღის ცენტრი. ეს მომსახურება არის 0-18 წლამდე ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა, არის სრულიად უფასო.

- ჰოსპისის სახელია "ციცინათელების ქვეყანა"...
- სახელი შექმინილია არჩილ სულაკაურის "სალამურას თავგადასავალის" მიხედვით - იდეით, რომ ჩვენი ბავშვები არიან ციცინათელები. როდესაც ვინმე გარდაიცვლება, ვამბობთ, რომ ჩვენი ციცინათელა გაფრინდა.

- როგორ ხვდებიან ბავშვები თქვენთან და რამდენი ბავშვია ჰოსპისში?
- ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 68 ბავშვი. ბავშვები ხვდებიან ჩვენი ცხელი ხაზის - 570 70 77 57 მეშვეობით, როდესაც ზარი შემოდის მშობელი ტოვებს ინფორმაციას, თუ რა დიაგნოზი აქვს მის შვილს, შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცემა ექიმთა გუნდს.
როდესაც ვიღებთ დასტურს, რომ ბავშვი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და საჭიროებს პალეატიურ მზრუნველობას, ვუკავშირდებთ მშობელს და ის მოდის ფორმა ასითა და ბოლო გამოკვლევებით.  ბავშვის თაობაზე, ორსულობიდან დაწყებული დღემდე, ვიკვლევთ და ვკითხულობთ ყველა დეტალს და მას პროგრამაში ამ პროცედურების შემდეგ ვრთავთ. ჰოსპისში 4 სახის დაავადების მქონე ბავშვები ხვდებიან: ნევროლოგიური, გენეტიკური, პოსტტრავმული და ონკოლოგიური. პოსტტრავმული პაციენტების გამოჯანმრთელების შანსი საკმაოდ დიდია, გვყავდა გოგონა სამაჩაბლოდან, რომელიც გამოკეთდა და თავისი ფეხით წავიდა ჰოსპისიდან.


- აღნიშნეთ, რომ ჰოსპისში მხოლოდ 18 წლამდე  პაციენტები არიან, 18 წლის შემდეგ მათ რა ალტერნატივა აქვთ?
- სამწუხაროდ, 18 წლის შედეგ ჩვენს ქვეყანაში მათთვის არაფერი არსებობს.

-  პაციენტები რა სახის მომსახურებას იღებენ თქვენთან?
- როდესაც ბავშვს აქვს, მაგალითად, რაიმე ინფექცია, ვირუსი ის არ მიდის კლინიკაში და მოდის ჩვენთან, აქ ხდება მისი მდგომარეობის დასტაბილურება, მკურნალობა და შემდეგ სახლში გაწერა. მის მდგომარეობას აფასებენ ჩვენი ექთნები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გადამზადებულები. ისინი ბინაზე დადიან და სრულ მეთვალყურეობას უწევენ ბავშვებს. ახლა ახალი სერვისი დაგვემატა, როდესაც სამშობიაროში იბადება ბავში და დგინდება, რომ ის პალეატიურ მკურნალობას საჭიროებს, დედის დახმარების მიზნით, მშობელიც და ბავშვიც გადმოგვყავს ჰოსპისში, დედას ვასწავლით ბავშვის მოვლას და მზრუნველობას.
1 თვის განმავლობაში, მშობელი სწავლობს ყველაფერს, რაც მის შვილს სჭირდება, ბავშვი რჩება ჩვენს პროგრამაში და მომზადებული დედა გადადის უკვე ბინაზე და მას მარტო უვლის. ასევე გვაქვს სოციალური დასვენების სერვისი -  მათ აქვთ წელიწადში 24 დღე, ამ პერიოდში ბავშვი არის ჩვენთან და მშობელი მასზე ზრუნვისგან თავისუფლდება, ოღონდ არის ერთი პირობა -  ამ 24 დღეს ერთბაშად ვერ გამოიყენებს, მას შეუძლია წლის განმავლობაში გადაანაწილოს და დასასვენებლად 5-5 დღე აიღოს.


ჰოსპისის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი  არის სტაციონარი, რომელიც გათვლილია 9-10 ბავშვზე, აქედან 3-4 ადგილი ყოველთვის არის ტერმინალური ბავშვებისთვს, ვისაც  ჩვენ "End of life"-ს ვეძახით. ბავშვები სიცოცხლის ბოლო დღეებში მოდიან ჩვენთან და მათ ვემხარებით, რომ ტკივილი შევუმსუბუქოთ.  მშობელები რჩებიან ბოლომდე ბავშვის გვერდით...  მშვიდად და უმნტკივნეულოდ მიფრინავენ ჩვენი ციცინათელები...

- ჰოსპისი ადამიანების შემოწირულობით არსებობს, როგორია მათი აქტოვობა?
- თავიდანვე დიდი აქტივობა იყო და მრავალი ორგნიზაცია ჩაერთო - ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ფიზიკური პირები და სხვა. დღემდე ასე გრძელდება ამ შემოწირულობით ვარსებობთ.  ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ ცოტა ადამიანმა იცის ჩვენს შესახებ, ჯერ ვერ მივაწვდინეთ მასშტაბურად ხმა მათ, ვისაც მართლა სჭირდებათ ჩვენი დახმარება.

- როგორც ვიცით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც თქვენი ხშირი სტუმარი იყო და ჰოსპის ეხმარებოდა...
- ჩვენ გვაქვს კედელზე გამოკრული დონორებისა და მეგობრების არასრული სია და ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილიც მათ შორის არის. ის ჰოსპისის მშენებლობიდან მოყოლებული მეგობრობს ჩვენთან, არაერთი შემოწირულობა აქვს გაღებული და ჩვენთვის უძვირფასესი მეგობარია.  სტუმარადაც არაერთხელ გვეწვია,  თუ ვერ მოდიოდა, შორიდან ყოველთვის გვაგრძნობინებდა მხარდაჭერას და გვეხმარებოდა, როგორც შეეძლო.

ცხელი ხაზი : 570 707 757

ელენე მეტრეველი
(სპეციალურად საიტისთვის)



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?