"ჩვენ ანაკლიის პროექტს "ქართული ოცნების" გარეშე განვახორციელებთ"
"ჩვენ ანაკლიის პროექტს "ქართული ოცნების" გარეშე განვახორციელებთ"
"ჩვენ ანაკლიის პროექტს "ქართული ოცნების" გარეშე განვახორციელებთ", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რის შედეგადაც სამეგრელოს მხარე კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.

"ისევე, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო მთელი საზოგადოება და დაასამარა ოცნებები, ის ასევე ასამარებს ანაკლიის პროექტს. ამ პროექტის განხორციელება არის შანსი, რომ ქვეყანა აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე დააყენოს ეკონომიკის მხრივ,
სამუშაო ადგილების მხრივ და ა.შ. ჩვენ მათ გარეშე განვახორციელებთ ამ პროექტს, მე ამას გპირდებით. მათ სახლში გავისტუმრებთ და ანაკლიის პროექტი აუცილებლად გაკეთდება. სამეგრელო იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამეზობლოში. თუმცა ამის პირველი ნაბიჯია ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება, მის უკან არის ქალაქ ანაკლიის
მშენებლობა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა", - განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები