რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯფუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

ზაზა ურუშაძე 1999-2000წწ. იყო სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013);
გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).
ნათელა
08 დეკემბერი 2019 06:49
ღმერთმა ნათელში ამყოფოს, კარგი ადამიანი
და კარგი ქართველი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები