"მან აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა "მანდარინების" სახით" - რას წერს ქისტი ქალბატონი ზაზა ურუშაძეზე?
08-12-2019
"მან აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა "მანდარინების" სახით" - რას წერს ქისტი ქალბატონი ზაზა ურუშაძეზე?
მეხის გავარდნას ჰგავდა საქართველოსთვის კინორეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალების ამბავი. ის 53 წლის იყო. მისმა ფილმებმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მაყურებლის გულში. 2013 წელს მისი გადაღებული კინოსურათი "მანდარინები" მოხვდა ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო "ოსკარის" უცხოენოვან ხუთ ფინალურ ფილმს შორის.

აი, რას წერს სოციალურ ქსელში ქისტი ქალბატონი თუმი დიშნი (ნონა ხანგოშვილი), რომელიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ჩეჩნეთის
ლიდერს, რამზან კადიროვს საქართველოს მიმართ გაკეთებულ მუქარის განცხადებაზე:

"საშინელი ტრაგედია... გული დამძიმდა...

ვერ
წარმომიდგენია მისი სიკვდილი... სიცოცხლით სავსე ზაზა ურუშაძე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, საოცრად ადამიანური და დიპლომატი შემოქმედი, უნიჭიერესი რეჟისორი, ხელოვანი...
მასთან ყოველი საუბრისას კინოსამყაროს ახალი ჰორიზონტები იშლებოდა, პირადად ჩემთვის ცხოვრების უცხო და ახალი განზომილებების აღმოჩენა იყო კინოსამყაროს სახით.

ის საოცრად სამართლიანი და ღირსეული იყო...
ბოლოს ერთი თვის უკან
შემეხმიანა... მადლობა გადამიხადა საქართველოს სიყვარულისთვის.

მეამაყებოდა, რომ "მანდარინების" რეჟისორი იყო და აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა "მანდარინების" სახით...

ეს იყო ფილმი ადამიანურ, უშუალო ურთიერთობებზე, რომ არ ღირს და თუ ღირს უნდა იცოდე სად აღმართო მახვილი, უნდა იცოდე, რომ ყველაზე ბასრი მახვილიც კი უძლურია ადამიანობის წინაშე...

ეს იყო ფილმი იმ ქართულ კასეტაზე, რომელსაც უსმენს ჩეჩენი ახმედი ფილმის ბოლოს, გაშლილი ქართული მანდარინების პლანტაციებს შორის მიმავალი...

იმ მომავალზე, რომელზეც ფიქრობს ახმედი, როცა უსმენს "მე გადავცურავ ზღვას", სადაც ქართული მიწის სურნელია, სადაც ძმობაა და ადამიანობა... და სადაც სიცოცხლის აზრია, ნამდვილი და უანგარო... რომელიც შეიძლება მოიპოვო ბრძოლის გარეშე...

ზაზამ ბრძოლის გარეშე მოიპოვა უანგარო, დაუყვედრებელი და ნაპატიები სიცოცხლე, ადამიანური ურთიერთობა ორ მოძმე ერს შორის.
დატოვა უკვდავი კვალი ჩვენს ცხოვრებაში და თავის შემოქმედებაში...

ძალიან ვწუხვარ... ვიზიარებ საქართველოს წუხილს...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...
შემოდგომის ღამეს კიდევ ერთი ვარსკვლავი მოწყდა ცას, ჩაქრა და მიისვენა მარადისობაში... წყარო

იხილეთ ასევე: "კავკასიის თავისუფლების საწინდარი საქართველოა" - ვინ არის ქისტი ქალი, ვინც კადიროვს საკადრისი პასუხი გასცა

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები