ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც ნიუ იორკში გამოფენაზე 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც ნიუ იორკში გამოფენაზე 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?

ნიუ იორკში მოღვაწე ქართველმახელოვანმა, დავით - დათუნამ ცნობილი იტალიელი სკულპტორის, მაურიციო კატელანის ცნობილი ბანანი შეჭამა. ბანანის ჭამისას ქართველმა ხელოვანმა თქვამ რომ- - "ეს არის პერფორმანსი სახელად "მშიერი არტისტი". ნიუ იორკში გამოფენაზე  წებოვანი ლენტით მიკრული  ბანანი, მაურიციო კატელანის არტ-ინსტალაცია იყო,  რომელიც 120 000 დოლარად გაიყიდა.

ქართველი ხელოვანი  დეივიდ - დათუნა 1999 წლიდან მოყოლებული ცხოვრობს და მუშაობს შეერთებულ შტატებში. Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. ხელოვანის ცნობილ ნამუშევრებს შორის არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვალიდიმირ პუტინის პორტრეტიც, რომელიც  400 ათას ევროდ გაიყიდა. იხილეთ სრულად

ვინ არის ვლიდიმირ პუტინის პორტრეტის ქართველი ავტორი, რომელიც 400 ათას ევროდ გაიყიდა