ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, მისი ძმა კი მძიმე მდგომარეობაშია - კვირის პალიტრა

ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, მისი ძმა კი მძიმე მდგომარეობაშია

ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაშია მისი 22 წლის ძმაც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისი ენერჯიში" განუცხადეს, ბინა 6 თვის წინ იყო შემოწმებული, რა დროსაც ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებური დაერთების გამო, შეუწყვიტეს.