15 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 13 დეკემბრიდან, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი."ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში ეციება, დღისით კი ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი", - აცხადებენ სააგენტოში.