"ზაზა მიყვებოდა, ზურას მკვლელობაზე გადაღებული “ცხელი ძაღლის” სეზონის ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა" - რას წერს ნინო ჟვანია - კვირის პალიტრა

"ზაზა მიყვებოდა, ზურას მკვლელობაზე გადაღებული “ცხელი ძაღლის” სეზონის ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა" - რას წერს ნინო ჟვანია

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 7 დეკემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯფუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

რეჟისორის  გარდაცვალების ფაქტს სოცილაურ ქსელში გამოეხმაურა ზურაბ ჟვიანიას მეუღლე. მისი თქმით, ზაზა ურუშაძე უყვებოდა, თუ როგორ გამოგზავნა მიხეილ სააკაშვილმა ზონდერები, რომ პრემიერმინისტრის მკვლელობაზე გადაღებული "ცხელი ძაღლის" სეზონი ტელევიზიიდან ამოეღოთ.

"ზაზა ურუშაძე მიყვებოდა, ზურას მკვლელობაზე გადაღებული "ცხელი ძაღლის" სეზონის ტელევიზიიდან ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა და ამათმა კოპიო ღამით ჩუმად როგორ გამოიტანეს. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში" - წერს ნინო ჟვანია.

"ამ ვერსიით ზურა ორჯერ მოკლეს!"

ნინო ქადაგიძემ სააკაშვილს უპასუხა

წყარო