"ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალონ პირად ახირებად" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრებაზე
10-12-2019
"ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალონ პირად ახირებად" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრებაზე
ჟურნალის "ველური ბუნება" რედაქცია სტუმრობდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რათა ესაუბრათ მის დამოკიდებულებაზე ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრების თაობაზე.

- ბუნების როლი და მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში და რა შეიცვალა დღევანდელ რეალობაში?
- საუკუნეების განმავლობაში ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება თანაბარზომიერი იყო, ადამიანი სარგებლობდა ბუნებრივი რესურსებით, თუმცა ბუნების თვითაღდგენის უნარი არ ჩამორჩებოდა ადამიანის განვითარებას. ხოლო უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, ხოლო ბუნების არეალი და რესურსები პირიქით მცირდება. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ, შესაბამისად
წარმოების ზრდამ და ბუნებრივი რესურსების დიდი ოდენობით ათვისებამ განსაკუთრებით დააყენა დღის წესრიგში ბუნების მოფრთხილებისა და მასზე ზრუნვის საკითხი.


- ა
დამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი და კაცობრიობა ამას თუ არ მიხედავს მივიღებთ ახალი ტიპის კატასტროფას.

- გასაგებია, რომ ცალკეული სახელმწიფოები ზრუნავენ რომ მათი ეკონომიკა გაიზარდოს და დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის ჩვენც, მაგრამ შედეგად ვიღებთ ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანს და გახშირებულ კატასტროფებს.

თანამედროვე მსოფლიოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება მომავალი თაობებისთვის და არსებობის კეთილდღეობა არ შევუზღუდოთ ადამიანს. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც დემოკრატიული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია.

ამაზონის ხანძრებმა დღეს მთელი მსოფლიო შეძრა, ბევრი სახელმწიფო და ფიზიკური პირი ჩაერთო ამაზონის ტყის ხანძრებთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის ჩვენმა ოჯახმაც იაქტიურა, რათა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ტყის გადასარჩენად.


მე მზად ვიყავი და ეხლაც მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში დაზიანებული ტყის მასივების აღდგენის საქმეში. აქვე ავღნიშნავ, რომ საზოგადოებრივი აქტივობა მაღალი იყო, თუმცა ბატონმა თემურიმ შესაბამისი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე ეროვნული პარკის კონკრეტულ ადგილებზე ჩარევისგან თავის შეკავება მირჩია.


- ბოლოდროინდელმა მოვლენებმა (ხანძრები რუსეთსა და ბრაზილიაში) მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დააფიქრა ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ამ კუთხით საქართველო?

- ჩვენი ქვეყნის 40% დაფარულია ტყით და ეს არის რესურსი, რომელსაც სწორად გამოყენება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გასული წლების განმავლობაში უსისტემოდ ხდებოდა ტყის რესურსების ათვისება, სახელმწიფოს არ ჰქონდა ხედვა, თუ როგორ უნდა მიეღო ეკონომიკური სარგებელი ამ რესურსის სწორად ათვისებით. წლების განმავლობაში არ ხდებოდა ტყეებში არსებული რესურსის შესწავლა, არც მისი აღდგენა და დაცვა. ამგვარმა მიდგომებმა საკმაოდ დააზარალა სატყეო სექტორი, სრულიად მოიშალა ტყის მართვის სისტემა ქვეყანაში, არ ხდებოდა კონტროლი თუ ვინ რა ოდენობის რესურსს იყენებდა და როგორი იყო ამის პარალელურად ჩვენი ტყეების თვითაღდგენის უნარი, შედეგად ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ამ მიმართულებით.

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა ტყეზე ზრუნვა, თუმცა დიდი მიღწევებით ჩვენც ვერ დავიკვეხნით, რადგან ტყის ბარბაროსული ჭრა კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ გაძლიერებული კონტროლის გამო ხე-ტყის უკანონო ჭრის მასშტაბები შემცირებულია. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი და ამაში ბატონი თემურიც (ტყემალაძე) დამეთანხმება, ჩემთვის ცნობილია მისი თავდადება ჭალის ტყეების გადასარჩენად, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევა არის საჭირო და ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომლიდანაც უმთავრესი არის ტყის სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც შესაძლებელი გახდება ახალი სატყეო კოდექსის მიღებით, რომელსაც პარლამენტი იხილავს.


...
- სად გადის ზღვარი კაცობრიობის განვითარებასა და ველური ბუნების შენარჩუნებას შორის? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენნაირმა ქვეყანამ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოახერხოს წიაღისეულის მოპოვება, ჰიდროელექტრო სადგურების აშენება და სხვა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი საქმიანობების წარმოება, ისე რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ზიანი?
- თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ ჩემი პასუხი, მაგრამ ეკონომიკური საქმიანობების გარეშე შეუძლებელია იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ამ თუ იმ საზოგადოების ძირითადი სოციალური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვება, თუმცა ეს უნდა მოხდეს გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით.

- ჩვენ არ ვართ ჰესების ან ზოგადად მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ საჭიროა დავიცვათ საერთაშორისო სტანდარტები როგორც გარემოსდაცვითი, ასევე უსაფრთხოების კუთხით.
- გეთანხმებით და ამისთვის აუცილებელია წინასწარ შეფასდეს ყველა საქმიანობა, გარემოზე მისი მოსალოდნელი ზემოქმედება და თუკი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ზიანი, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების წინასწარი შეფასებების საფუძველზე, დარგობრივი ექსპერტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სამწუხაროდ, დღეს ბევრი "ვაი პატრიოტი“ ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებითი ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება პარალელურად თუ არ მოხდა სხვა ენერგიების განვითარება.

ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია და სწორედ მაგიტომ უწოდებ მე იმ ხალხს "ვაი პატრიოტებს“, ვინც ყველაფერს აკეთებს ოღონ არაფერი აშენდეს. სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და ამ კუთხით ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის.

...
- ქვეყანაში ბოტანიკური და დენდროლოგიური პარკების განვითარებაში თქვენი როლი საქვეყნოდ ცნობილია, იგეგმება არაერთი მსგავსი სივრცის შექმნა, მიმდინარე ურბანიზაციის პირობებში რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის სიახლოვეს ბუნებასთან?
- მზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალოს პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია - ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ. ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით.

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს.იხილეთ სრულად


ინტერვიუ ჩაწერა

გოჩა კობერიძემ

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები