"შეთანხმებას მივაღწიეთ, ისე მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება"
"შეთანხმებას მივაღწიეთ, ისე მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება"
კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ, ისე მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, კომპანიასთან მოლაპარაკებები იოლი არ იყო და მოლაპარაკებებში მონაწილეებს, მათ შორის ვიცე-მერს მადლობა გადაუხადა.

"დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს",- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მიკროავტობუსებს
რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოწურული აქვს. "მგზავრობა სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვი,"-აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება მომდევნო წლიდან დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?