"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე" - ანიტას ბებია შველას ითხოვს - კვირის პალიტრა

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე" - ანიტას ბებია შველას ითხოვს

2 წლის ანიტა ფაცაციას ბებია თამუნა გლურჯიძე შველას ითხოვს:

"არ ვიცი როგორ, არ ვიცი რანაირად, დამეხმარეთ ყველა, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასნაირი წერილის მიწერ-მოწერას ითხოვს ბიუროკრატია, სანამ იტალიის კლინიკაში მოხვდება.ამასობაში დრო გადის და შეიძლება დაგვიანებული იყოს. მივმართავ თხოვნით რიგით ადამიანებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას - მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე, დამეხმარეთ გადავარჩინო ანიტა. იქნებ მომცეთ საშუალება პირდაპირი ეთერიდან მიმართვის, ან რაიმე სხვა სწრაფი გზა შემომთავაზოთ.

გთხოვთ, ვინც წაიკითხავთ გადააზიარეთ, იქნებ

გავანგრიოთ ბიუროკრატიის კედელი. ნუთუ ის თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია?!

P.S. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირად გვერდით მიდგას, მაგრამ ეს გზა დროში იწელება, იმ დროში რომელიც არ გვაქვს." - წერს თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება, "დილატაციური კარდიომიოპათია" დაუდგინდა. საჭიროა საჭიროა ბავშვს ჩაუტარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.

ოპერაციის გაკეთება, დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა, ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი, დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

TBC ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე