"ხელში აყვანილი მატარა ჩემმა ქმარმა ექიმებთან"
13-12-2019
"ხელში აყვანილი მატარა ჩემმა ქმარმა ექიმებთან"
დიანა ჯიშიაშვილს, მსოფლიოს და ევროპის პრიზიორს ფარიკაობაში, 2 წლის წინ შევხვდი. 17 წლის ოცნებებით სავსე გოგო იყო, როდესაც უბედური შემთხვევის გამო საწოლს მიეჯაჭვა და მას შემდეგ უკვე 15 წელია, ეტლით მოსარგებლეა. შეხვედრისას მითხრა, ვოცნებობ, რომ დედა გავხდე და როგორც ექიმები მეუბნებიან, ეს ჩემს მდგომარეობაში შესაძლებელიაო.

ბოლო 2 წელში დიანასთვის ბევრი სასიკეთო რამ მოხდა - 6 აგვისტოს ვაჟი, ანდრია შეეძინა, 20 დეკემბერს კი საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტში დაიწყებს მუშაობას.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"18 წელი საავადმყოფოში შემისრულდა. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი - კისრის მალები მქონდა ჩამტვრეული. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მშობლები ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებას ნატრობდნენ, ექიმებს კი იმედი არ ჰქონდათ, - ხომ ხედავთ, კვდება და სახლში წაიყვანეთო, ეუბნებოდნენ თურმე მამას. გ
ადარჩენის შემთხვევაში
გამორიცხავდნენ, რომ ოდესმე უკეთესად გავხდებოდი. ერთ-ერთ ექიმს, გოგი მაღალაშვილს შევცოდებივარ, რისთვისაც დღემდე მისი მადლობელი ვარ..."

"ბევრი ხარჯი აქვს ეტლით მოსარგებლეს, ბავშვსაც უამრავი რამ სჭირდება, ამას სხვა პრობლემებიც ემატება, ასე რომ, მართლაც ძალიან მჭირდებოდა სამსახური. თან, ეს რამდენიმე თვეა, ჩემი მეუღლე სამსახურის გარეშე დარჩა და ვიდრე იშოვის, ანდრია მასთან იქნება. ისედაც, ის უვლის ძირითადად, მე რამდენიმე საათით მყავს ბავშვი, ანდრიასთვის დედაც არის და მამაც..."

"როცა რაღაც ძალიან გინდა, აგიხდება კიდეც, სამყარო სარკისებურად უკან გიბრუნებს ყველაფერს. ხომ იცით, შვილი ყველასთვის განსაკუთრებულად კარგი და ლამაზია. ფეხმძიმობის დროს ნაყოფს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ამიტომაც სულ ვამბობდი, მაგარი ბიჭია-მეთქი. ბორბლებიანი დედიკოს მუცელში დახტოდა 7 თვე (იცინის)..."

"ორსულობა გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ახლა რომც მოვკვდე, მგონია, მარადიულად ვიარსებებ, რაკი ჩემს ნაწილს ვტოვებ აქ... ჩემამდე იმ ტრავმითა და დაზიანებებით, რაც მე მქონდა, ბავშვი არავის გაუჩენია. ამიტომაც ყველას უკვირდა ჩემი ამბავი. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ მეც არ მჯერა, რომ ნამდვილად ჩემი შვილია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 12 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

irma
14 დეკემბერი 2019 08:44
TAKO CHEMO KARGO, MAFALI ALVIS XEC ARIS DA CHRDILIC KI AR AAQVS, ARAMC TY NAYOFI ..PIRIQIT YVAVILOBAS ALERGIUL KVIRTEBSAC KI MOAFRQVEVS, HAERSHI, IGIVE SHENI SHEYVAREBULI DA MISI OJAXIC ALVISXIS NAIRAD MAVNEBLEBI ARIAN, DA ARA SHENI SIMAGLE...
თაკოს
14 დეკემბერი 2019 07:41
მე კი სახეზე პატარა შრამის გამო და ისეთ კარგ ბედშ ჩავარდი მათ ჯიბრზე უფალს მადლობას ვუხდი ხოლმე ყოველლოცვის დროს . არ იდარდო შენი ბედი არ დაგეკარგება .
gio
13 დეკემბერი 2019 16:43
საამაყო, სამაგალითო და სუპერ გოგონა ხარ ჩემო დაიკო!!!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?