"წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან" - რას აცხადებს ვაჟა გაფრინადშვილის მეუღლე - კვირის პალიტრა

"წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან" - რას აცხადებს ვაჟა გაფრინადშვილის მეუღლე

მე ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია არ გამიცრუებენ,-ამის შესახებ ცხინვალში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც

ვაჟა გაფრინდაშვილის 13 დეკემბერს გასამართ ე.წ. სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

თამილა ლაფანაშვილის თქმით, მას იმედი განსაკუთრებით ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მიეცა, მას შემდეგ რაც არაერთმა სახელმწიფომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.

"მე ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია არ გამიცრუებენ. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ხვალ უნდა გამოუშვან. იმედი უფრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მომეცა. იმდენმა ქვეყანამ და მსოფლიო თანამეგობრობამ გამოუცხადა სოლიდარობა და ჟენევის მოლაპარაკებებზეც იმდენად აქტუალური და პირველი თემა იყო , რომ მემგონი რაღაცამ უნდა იმოქმედოს, მინდა დავიჯერო ყოველ შემთხვევაში“,-განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე. წ სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს არის ჩანიშნული.

"ინტერპრესნიუსი"