გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო
გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო
ვარკეთილში, გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ თბილისის მერს, კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო.

მოსახლეობა "ანას ბაღში" მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მერიის მიერ გაცემული ნებართვა უნდა გაუქმდეს.

როგორც აქციის მონაწილეებს კალაძემ განუცხადა, მოსახლეობას გამწვანებული სივრცე ექნება და "ანას ბაღში" უკანონო მშენებლობა არ განხორციელდება. მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა კალაძე ადგილზე მისულიყო, პასუხად კი მან ისინი მერიაში დაიბარა.

მოსახლეობა ადგილზე ტრანსფარანტებით იყო მისული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები