როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-15 დეკემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-15 დეკემბერს

13-15 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

"ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.