ვაჟა გაფრინდაშვილის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება
ვაჟა გაფრინდაშვილის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება
ვაჟა გაფრინდაშვილის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო ამძიმებს, ისედაც არსებულ რთულ ვითარებას.

"მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც არსებულ, რთულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ.
რაიონულმა სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცლეებს. მათი ცნობით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"
მაკა
15 დეკემბერი 2019 00:43
ეს მორჩა ლობიოს ჭამას?
ებლაყუნებით
13 დეკემბერი 2019 20:40
ბურჯანაძემ უთხრა პუტინს არ გამოუშვაო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?