"არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს" - რას წერს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი - კვირის პალიტრა

"არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს" - რას წერს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს, ექიმის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი "ფეისბუკზე" ეხმაურება:

"დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს". ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!" - წერს ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცლეებს. მათი ცნობით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა.