საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს."12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას , დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში ვეღარ მოხერხდა. ამავე მიზეზით გადაიდო "მინისტრის საათის" ჩატარება. ამჟამად მიმდინარეობს სასესიო დარბაზის სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავება",-ნათქვამია ინფორმაციაში."ინტერპრესნიუსი"