როგორია ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
როგორია ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ცხინვალის ე.წ. სასამართლოში სხდომა 20 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ადვოკატთა ასოციაციას ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. ასათიანის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ საზღვარს არ აღიარებს, რის გამოც ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პატიმრობაში დატოვეს. დავით ასათიანის თქმით, პატიმრობაში მყოფი ექიმის ჯანმრთლეობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

"მართალია, რომ
ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ჩვენებას არ ცვლის და დაკავების დღიდან იძლევა ერთსა და იგივე ჩვენებას, რომ დანაშაულს არ აღირებს. ზოგადად, არ აღიარებს ე.წ. საზღვარს და ამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას. დღესაც იგივე პოზიციაზეა. ადვოკატმა პატიმრობიდან მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე მოითხოვნილ იქნა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა,
რაც არ დაკმაყოფილდა. ის რჩება პატიმრობაში ცხინვალის იზოლატორში. შემდეგი ე.წ. სხდომა 20 დეკემბერს არის ჩანიშნული", - განაცხადა დავით ასათიანმა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები