მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მცირე ინციდენტი მოხდა - კვირის პალიტრა

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მცირე ინციდენტი მოხდა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

მიმდინარე ღონისძიებაზე დასაწრებად საქართველოს რეგიონებიდან ჩამოიყვანეს აქტივისტები. ხალხის დიდი რაოდენობის გამო პარალიზებულია თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩები. მცირე ინციდენტი მოხდა მეტროს გამოსასვლელში, სადაც ღონისძიების მონაწილეების გამო მგზავრები გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.