"როცა გარეთ გამოყავხარ საჯარო სექტორში დასაქმებულის სტატუსის დაკარგვის შიშს და არა ქვეყნის მომავლზე წუხილს..."
14-12-2019
"როცა გარეთ გამოყავხარ საჯარო სექტორში დასაქმებულის სტატუსის დაკარგვის შიშს და არა ქვეყნის მომავლზე წუხილს..."
პოეტი რატი ამაღლობელი "თავისუფლების მოედანზე" "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"როცა გარეთ გამოყავხარ ბიუჯეტს და არა იდეას, როცა გარეთ გამოყავხარ "ხელმძღვანელობას" და არა სინდიდის ხმას, როცა გამოყავხარ საჯარო სექტორში დასაქმებულის სტატუსის დაკარგვის შიშს და არა ქვეყნის განვითარებასა და მომავლზე წუხილს, მაშინ გაიხსენე, რომ შენზე გაცილებით მეტი გამოყავდათ 1-ლ მაისისა და 25 თებერვლის "საზეიმო", "წითელ" დემონსტრაციებზე, ხოლო პარალელურად მერაბ კოსტავა მარტო იჯდა ციმბირის გულაგებში და სასჯელს იხდიდა საქართველოს
დამოუკიდებლობის იდეის გამო, (10 წელზე მეტი) მაშინ მას დიდი უმრავლესობა "გიჟსა" და "შეშლილს" ეძახდა და ვინ მოიგო ეს ბრძოლა, - მერაბ კოსტავამ და საქართველოს დამოუკიდებლობამ.

დღესაც იგივე ხდება და ეს მძიმე ხვედრი ვაჟა გაფრინდაშვილს ერგო, რომლიც ახლა მარტოა ცხინვალის იზოლატირში, თუმცა მტკიცეა, როგორც მერაბ კოსტავა.
ვაჟა ექიმო გაუძელი", - წერს რატი ამაღლობელი "ფეისბუკში". (წყარო)






Martali
19 დეკემბერი 2019 22:29
Adamiani rac tviton aris sxvac is hgonia.mec sajarooxele var mec viyavi gonisdiebaze magram iq aravis wauyvanivar dalit.ise sheni tavi rati xsr tu retiani martla poeti xom ar ggpnia.
თერჯოლელი
16 დეკემბერი 2019 09:14
ბატ.რატი მე საჯარო მოხელე ვარ,ჩემი სურვილით ჩამოვედი,ასევე სხვებიც,დარჩენით კი ბევრი დარჩა,რადგან წამოსვლის სურვილი არ ქონდათ, მათვის არავის უთქვამს თუ არ წამოხვალთ სამსახურში პრობლემები შეგექმნებათო,ასეთი რამე რომ ეთქვათ მაშინ ეს ნამდვილი ზეწოლა იქნებოდა.ასეთი რამ ხალხისთვის არავის უკადრებია და თქვენ საიდან მოიტანეთ?თუ ისევ მიშას დროში ხარ ჩარჩენილი?
ადამიანი
15 დეკემბერი 2019 20:46
Martali ს. რა გინდა, რაზე იგდებ თავს მასხარად.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?