ლენტეხში, აილამას მთაში ერთი ადამიანია ჩარჩენილი
ლენტეხში, აილამას მთაში ერთი ადამიანია ჩარჩენილი
ლენტეხში, აილამას მთაში ერთი ადამიანია ჩარჩენილი. როგორც "ინტერეპრესსნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შეტყობინება უწყებაში დღეს საღამოს შევიდა.ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფი.

არსებული ინფორმაციით, აილამას მთაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორმა მათგანმა უკან დაბრუნება შეძლო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხილვადობის გაუმჯობესებისთანავე, ხვალ დილიდან სამაშველო პროცესში ვერტმფრენი, მაშველების დამატებითი ჯგუფი და ექიმები ჩაერთვებიან.

უწყებაში არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აქვს მთაში ჩარჩენილ ადამიანს, რომელმაც გადაადგილება
ვერ შეძლო.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?