ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები თბილისიდან საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობას მართავენ - კვირის პალიტრა

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები თბილისიდან საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან დუშეთის რაიონის სოფელ ოძისამდე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საავტომობილო მსვლელობით მიემართებიან. აქციას ბაიკერებიც შეუერთდნენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან აქციის გამართავენ.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპირებულ ცხინვალში 13 ნოემბერს ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

"ინტერპრესნნიუსი"