"ის იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს" - საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლების აქციაა - კვირის პალიტრა

"ის იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს" - საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლების აქციაა

ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, აქ თუ თბილისში, არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილის საზიანოდ მოტრიალდეს,- ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლებისა და მხარდამჭერების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა აქციაში მონაწილე ყველა ადამიანს და სთხოვა, რომ ფრთხილი განცხადებები გააკეთონ იქამდე, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდება.

"მინდა ვთხოვო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს: საუკუნეებია ჩვენ კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობის და ტოლერანტობის პრინციპებს. მინდა და მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა ისევ მოგვარდებაა ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. მინდა მივმართო, რომ ვაჟა, რასაც ემსახურება ეს პირველ რიგში არის ადამაინების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა. ვინც მას იცნობს, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთბია. იციან როგორი დახმარება იცის მან და პაციენტებზე ზრუნვა. სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის თავისი ამ საქციელის გამო ზის გამოკეტილი და ჩვენ ვიცით, რა საშინელ პირობებში. ის იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, აქ თუ თბილისში,არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება მის საზიანოდ მოტრიალდეს“,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა სიტვყით გამოსვლისას.

"ინტერპრესნიუსი"