ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გაუშვეს - კვირის პალიტრა

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გაუშვეს

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში მიმდინარე აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ფერმორმანსი მოაწყეს. მათ სიმბოლურად თეთრ საჰაერო ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გაუშვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, მათ აქცია-პერფორმანსით სურთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს აჩვენონ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ.

"ჩვენი აქცია არის ჰუმანური, აპოლიტიკური და არაძალადობრივი. აქცია-პერფორმანსი მოვიფიქრეთ ოჯახის წევრებმა და მეგობრემა ეს არის თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ჩვენი ოსი ექიმებისადმი: "ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს". ჩვენი პატარა პერფორმანსით გვინდა გავუშვათ თეთრი ხალათი რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ , არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის თავისუფლება ვაჟა ექიმს, დააბრუნეთ ექიმი სახლში!" - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა

"ინტერპრესნიუსი"