სიმსუქნის "ეპიდემია"?!
სიმსუქნის "ეპიდემია"?!
"თავად მშობლები ვაჩვევთ ბავშვებს ტკბილეულს, როდესაც მათ წასახალისებლად უკეთესს ვერაფერს ვპოულობთ... ბევრ ოჯახს მატერიალურად უჭირს და უმეტესად ე.წ. იაფ კალორიებს - შაქარს, მაკარონსა და პურს მოიხმარენ. ხშირად მშობლები ვერც აცნობიერებენ, რამხელა ზიანს აყენებენ შვილებს..."

ბოლო წლებში მსოფლიო პრობლემამ,­ რაც მოზარდებში ჭარბი წონითა და სიმსუქნით გამოი­ხატება, ვერც საქართველოს აუარა გვერდი. მიზეზი სხვადასხვაა­ - სიღარიბე, არასწორი კვება,­ უმოძრაობა და ცხოვრების არასპორტული წესი. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო კვლ­ევაში,­ მოზარდების გარდა, მცირეწლოვანების საკითხიც
არის შესწავლილი, რომლის თანახმად, 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ჭარბი წონა აქვს, 6% კი ჩამორჩება სიმაღლეში. ჭარბი წონა ყველაზე მეტად 12-17 თვის ბავშვებშია გამოხატული.

ირაკლი ფაღავა, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი:

- პრობლემას, რომელიც რამდენიმე­ წელია თვალში საცემი გახდა, რამდენიმე­ მიზეზი აქვს: თანამედროვე ბავშვებსა და მოზარდებს მკვეთრად
შეუმცირდათ ფიზიკური­ დატვირთვა. ტრანსპორტის განვითარების კვალდაკვალ, ბავშვთა ფიზიკური აქტივობა მინიმუმამდეა შემცირებული. მშობლები, რომელთაც შვილები სკოლის ჭიშკრამდე და უკანაც მანქანით მოჰყავთ, ბავშვებს დათვურ სამსახურს უწევენ. გარდა ამისა, ბევრს არ ესმის, რომ შვილები სპორტზე, უფრო სწორად, ვარჯიშზე უნდა ატარონ, თანაც რეგულარულად. ბავშვების თავისუფალ დროს ავსებს ტელევიზორი, კომპიუტერი და ტელეფონი, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამასთან, დღეს ბავშვები და მოზ­არდები უფრო რაფინირებულ, ადვილად შეწოვად ნახშირწყლებს ეტანებიან.­ ასეთი პროდუქცია ყველგან იყიდება, მათ შორის სკოლებშიც და თანაც იაფია. თავად მშობლები ვაჩვევთ ბავშვებს ტკბილეულს - როდესაც მათ წასახალისებლად უკეთესს ვერაფერს ვპოულობთ, ტკბილეულს ვაძლევთ. ბევრ ოჯახს უჭირს და უმეტესად ე.წ. იაფ კალორიებს - შაქარს, მაკარონსა და პურს მოიხმარენ. ხშირად მშობლები ვერც აცნობიერებენ, რამხელა ზიანს აყენებენ შვილებს... სწრაფი კვების ობიექტები, სინთეტიკური ვიტამინები, უხარისხო, არაჯანსაღი საკვები, ცხოვრების წესი - ბავშვთა ჯანმრთელობა უმეტესწილად გარემოზეა დამოკიდებული.

- ჭარბწონიანობის პრობლემა აქვთ სკოლამდელ ბავშვებსაც. ასეთ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?
- თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ძალიან მსუქანია, დიდია ალბათობა, რაიმე­ სერიოზულ ან სულაც გენეტიკურ დაავ­ა­დებასთან გვქონდეს საქმე. თუმცა ეს ხშირად ოჯახის `დამსახურებაა~. მშობელი თუ არ აჭმევს, ზედმეტ კალ­ორიებს როგორ მიიღებს ამ ასაკის ბავშვი?
უამრავი კვლევა ქვეყნდება, უამრავ პატ­არას აქვს შერყეული ჯანმრთელობა, ზოგ­ჯერ ძალიან მძიმედაც. ბოლოს და ბოლოს, იქნებ ყველამ შევიგნოთ, რომ შაქარი მავნებელია და ბავშვმა შეზღუდ­ულად უნდა მიიღოს. ტკბილეული მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იყოს დაშვებული - დღესასწაულებზე!

- ამ პრობლემას ხელს უწყობს არასპორტული ცხოვრება, უმოძრაობა...
- ჩვენში დღემდე ვერ მოიკიდა ფეხი აზრმა, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა დადიოდეს სპორტულ წრეებზე, აუცილებლად ვარჯიშობდეს, რათა უმოძრაოდ არ იყოს. ხშირად მშობლები ბავშვს სკოლაში გვიანობამდე ტოვებენ, სხვადასხვა საგანში ამზადებენ და ფიზიკური განვითარება ავიწყდებათ. ასეთი ბავშვი ჰარმონიულად ვერ განვითარდება და ლოგიკურია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ეწყება.

- სასწავლო დაწესებულებებში მოუწესრიგებელია საკვები ობიექტები. სკოლებში­, ძირითადად, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქცია იყიდება.
- კვების ობიექტები, ფაქტობრივად,­ არ კონტროლდება და შესაბამისად, დიდ ზიანს აყენებს მომავალ თაობას, მაგრამ ეს რატომღაც არავის ადარდებს... თუ სახელმწიფო ქმედით ღონისძიებებს არ გაატარებს, მალე იმაზე დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით, ვიდრე ამ კვლევებმა აჩვენა. მავნე პროდუქტები, რომლებიც სკოლების ბუფეტებში იყიდება, არათუ სასწავლო დაწესებულებებში, არამედ 100 მეტრის რადიუსშიც უნდა აიკრძალოს. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე სიმსუქნის ეპიდემიას ვერ მოვერევით.

- კვლევებიდან ჩანს, რომ ტენდენცია მზარდია. რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
- მოსახლეობის, მშობლების, მოზარდების შეგნების ამაღლება - მეტი უნდა ივარჯიშონ და ტკბილეული არ ჭამონ. საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე შემოღებული შეზღუდვა კი წინა პირობა იქნება იმისა, რომ ამ ძალიან საშიში სენის პროგრესირება არ მოხდება.

თაკო უგულავა, ბავშვთა ჯანმრთელობის სპეციალისტი: - წონის მატება­ ნებისმიერ ასაკში დაკავშირებულია არასწორ კვებასთან. მნიშვნელოვანია მშობლის­ ფაქ­ტორი და შესაძლოა, ეს სულაც არ უკავშირდებოდეს სიღარიბეს. ფული არ არის საჭირო იმისთვის, რომ დედამ ჩვილი ძუძუთი კვებოს, მაგრამ შემდეგ აუცილებელია დამატებითი საკვები, რომელიც ბოსტნეულისა და ხორცის შემცველი უნდა იყოს, თუმცა ხშირად ყველაფრის ჩანაცვლება მხოლოდ ფაფითა და ბურღულეულით ხდება, რაც აუცილებლად გამოიწვევს წონაში მატებას. კვლევის თანახმად, ბავშვებში რკინის ნაკლებობა აღინიშნება. რკინას კი ძირითადად, ხორცპროდუქტები შეიცავს. თუ ბავშვს დედა ბურღულეულით კვებავს, ჩვილს რკინის დეფიციტი ექნება, რაც სიმაღლეში ჩამორჩენას იწვევს, ეს კი მის გონებრივ განვითარებასთან არის ასოცირებული. თუ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს რკინის ნაკლებობა დაუფიქსირდათ, ის შეუქცევად ხასიათს იღებს და შემდგომში აუცილებლად გამოვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები