"საქართველოს ბანკის" საახალწლო პროექტი დაიწყო - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკის" საახალწლო პროექტი დაიწყო

იმღერე, გაიმარჯვე და მოიგე

"საქართველოს ბანკის" საახალწლო პროექტი, რომელიც 2010 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, მთელ საქართველოს მოიცავს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც სპეციალურად "საქართველოს ბანკისთვის" დაწერილ სიმღერას ლოვე.ბოგ.გე-ს შეასრულებს და ამ სიმღერაზე ვიდეორგოლს გადაიღებს. სიმღერა კი მარადიულ და ყველა დროში აქტუალურ თემაზე სიყვარულზეა. პროექტი საზეიმო ვითარებაში 13 იანვარს სახალისო კონკურსით დასრულდება, გამოვლინდება და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.

დარწმუნებული ვართ, რომ "საქართველოს ბანკის" საახალწლო პროექტში მონაწილეობის ბევრი მსურველი გამოჩნდება, ამიტომ გვსურს ყველა დაინტერესებულ პირს სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ამ პროექტის შესახებ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს სქესისა და ასაკის განურჩევლად. მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა კონკურსში მონაწილეობის მსურველი "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი. მთავარია მოინდომო, იმღერო „საქართველოს  ბანკის“ საახალწლო სიმღერა love.bog.ge და მასზე ვიდეო გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მიიღება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ვიდეოები, მაგრამ სიმღერის ჩასაწერად და ვიდეოს გადასაღებად აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტერნეტგვერდზე  www.love.bog.ge.

ერთი ადამიანისგან ან ჯგუფისგან მიიღება მხოლოდ ერთი ვიდეო. ჩანაწერების მიღება იწარმოებს 3 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ყველა წარდგენილი კლიპი. ვებ-გვერდზე www.love.bog.ge.. ონლაინრეჟიმში მოხდება ვიდეოების მხარდაჭერა, Lიკე-ის მიცემით. ყველა ვიდეო ასევე აიტვირთება "საქართველოს ბანკის" Youtube-ის არხზე.

კონკურსში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული: I, II, III ადგილები და დასახელდება მაყურებლის სიმპათია. პირველი სამი საკონკურსე ადგილის მფლობელს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

ვიდეო, რომელიც 12 იანვრის ჩათვლით ყველაზე მეტ Lიკე-ს დააგროვებს, "მაყურებლის სიმპათია" გახდება. ყველა გამარჯვებული, ჟიურის მიერ არჩეული თუ მაყურებლების შეფასებით გამოვლენილი, 13 იანვარს გახდება ცნობილი და მათი ვინაობა საინფორმაციო საშუალებებით გახდება ცნობილი.

ახლა კი კონკურსის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი - პრიზები. პირველ ადგილზე გასული საკონკურსო ვიდეო "საქართველოს ბანკისგან" საჩუქრად მიიღებს 5-დღიან მოგზაურობას პარიზში ორი ადამიანისთვის. პარიზული ვოიაჟი გამარჯვებულისთვის 14 თებერვლისთვის შედგება.

R

მეორე ადგილზე გასული "საქართველოს ბანკისგან"  iMac-ს მიიღებს, მესამე ადგილის მფლობელს კი  გასულ iPad 3G გადაეცემა. აი მაყურებლის სიმპათიის ჯილდო კი 13 იანვრამდე

სიურპრიზად დარჩება.