15 წლის ბავშვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა - კვირის პალიტრა

15 წლის ბავშვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

15 წლის ბავშვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, სასიცოცხლო მაჩვენებლების დინამიკაში მცირე გაუმჯობესება აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგობარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს "112"-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო "მწვანე სკოლის" კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"