"რადგან ჩემი ოჯახის წევრია, არ ნიშნავს, რომ დავეთანხმები მის პოზიციას" - რას ამბობს ნუცა კუხიანიძე მამაზე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა - კვირის პალიტრა

"რადგან ჩემი ოჯახის წევრია, არ ნიშნავს, რომ დავეთანხმები მის პოზიციას" - რას ამბობს ნუცა კუხიანიძე მამაზე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

ერეკლე კუხიანიძის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანებას, როგორც ჩანს, ემოციურად განიცდის საკრებულოს დეპუტატის ცნობილი შვილი, ნუცა კუხიანიძე. თავისი ემოციების შესახებ "პრაიმტაიმთან" მან თავად განაცხადა:

- რა გითხრათ, ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. მამაჩემი ოჯახის წევრია და ვწუხვარ, რომ მან ასეთი ფორმით გამოხატა თავისი პოზიცია. მე მის პოზიციას არ ვიზიარებ, სულ სხვა შეხედულება მაქვს. მასთან ამ თემაზე ლაპარაკიც არ მქონია. მან აირჩია ეს პარტია - "ქართული ოცნება" და მიჰყვება თავის გზას. დამოუკიდებელი ადამიანია და ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ვინერვიულე, რადგან ბევრი ნეგატივი წამოვიდა მისი მისამართით და ასევე - მისგანაც. რადგან ჩემი ოჯახის წევრია, არ ნიშნავს, რომ დავეთანხმები მის პოზიციას. ყველა ადამიანი თავად ირჩევს თავის გზასაც და პოზიციასაც. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს რაღაც ზღვარს არ უნდა სცილდებოდეს.

ვაჟა ექიმის საკითხი ძალიან სენსიტიურია, ის ამ ეტაპზე გასაჭირშია და შენ, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დახმარება უნდა გაუწიო და არა - დააკნინო.

ეტყობა, როცა ასეთ მწვავე განცხადებას აკეთებ ადამიანი, მერე ზღვარს კარგავ, ვერ აკონტროლებ, რა თქვა, რა მოიმოქმედო". იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: ამილახვრების შთამომავალი და ნუცა კუხიანიძის მამა - ვინ არის კაცი, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა?